x
image
ლადო_25
16 საინტერესო და გასაოცარი ფაქტი ამურის ვეფხვის შესახებ
image

დღეს ეს ცხოველები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნშია ჩამოთვლილი, მათი სწრაფი გაქრობის გამო. ასე რომ, თქვენს წინაშეა ყველაზე საინტერესო ფაქტები ამურის ვეფხვების შესახებ.

  • ამურის ვეფხვები ყველაზე ნაკლებად არიან დარჩენილი პლანეტაზე, ვეფხვის ყველა სახეობას შორის.
  • დღეს ცნობილია ვეფხვის 6 სახეობა, სადაც ამური ყველაზე დიდია.
  • ამურის ვეფხვები თავს ესხმიან თითქმის ყველას, ვინც მათზე ზომით ჩამორჩება. მშიერ ცხოველებს შეუძლიათ დათვებზე თავდასხმაც კი.
  • ამ ვეფხვებს აქვთ სქელი და გრძელი ბეწვი, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუძლონ დაბალ ტემპერატურას.
  • საინტერესო ფაქტია, რომ ამურის ვეფხვებს ყველაზე გრძელი კუდები აქვთ ყველა მონათესავე ცხოველებს შორის - 115-120 სმ.
  • ამურის ვეფხვებს ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ციმბირულ ვეფხვებს.
  • ეს ვეფხვები მხოლოდ იმდენ ნადირს კლავენ, რამდენიც საკვებისთვის სჭირდებათ.
  • ვეფხვის ყველა სახეობიდან მხოლოდ ამურის ვეფხვებს აქვთ ყველაზე ნაკლებად თავდასხმა ადამიანებზე. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ამ ფაქტის ახსნა.
  • იცოდით, რომ დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ამურის ვეფხვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად სანადიროდ წასვლა?
  • ძირითადად, ამურის ვეფხვები თავს ესხმიან მსხვერპლს ჩასაფრებული მდგომარეობიდან.
  • ვეფხვები ცხოვრების უმეტეს ნაწილს ნადირობას უთმობენ. ეს განპირობებულია იმით, რომ მათ მსხვერპლზე 10 თავდასხმიდან მხოლოდ ერთია წარმატებული.
  • ბუნებრივ პირობებში, ამურის ვეფხვები ცხოვრობენ დაახლოებით 15 წლის განმავლობაში, ხოლო ტყვეობაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
  • ვეფხვის წონა მერყეობს 180-300 კგ-მდე, სიმაღლეზე 115 სმ-მდე.
  • საინტერესო ფაქტია, რომ ამურის ვეფხვი ფლობს წარმოუდგენლად დიდ ტერიტორიას, რომელიც შეიძლება იყოს დაახლოებით 800 კმ²!
  • ვეფხვს შეუძლია 7 მეტრამდე ხტუნვა.
  • ჩვეულებრივ, ამურის ვეფხვი დღეში 20 კგ-მდე ხორცს ჭამს, თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს 3-4-ჯერ მეტი.


  • ქვემოთ იხილეთ ასევე სხვა საინტერესო სტატიები

    image1)გადაშენებული ცხოველების შესახებ საინტერესო ფაქტები

    2)22 იშვიათი და საინტერესო ფაქტი ლემურების შესახებ

    3)12 საინტერესო და საოცარი ფაქტი ცხენების შესახებ


    4) რატომ ვერ უყურებ კატას თვალებში?

    5)20 საოცარი ფაქტი ცხოველების შესახებ

    0
    308
    2-ს მოსწონს
    ავტორი:ლადო_25
    ლადო_25
    308