ნადირობა და თევზაობა "ჭამდა ჭიებს და შეეფეთა იაგუარს" - მამაკაცი ერთი თვე იყო დაკარგული ამაზონის ჯუნგლებში 5 მარტი, 14:59 ![]() ამის შემდეგ მას 31 დღე მოუწია ჯუნგლებში ყოფნა და გადარჩენისთის ბრძოლა, ამ ხნის განმავლობაში ის გარეულ ხილით, მწერებით და ჭიებით იკვებებოდა. კაცი ყვება, რომ დასალევად წვიმის წყალს იყენებდა, რომელსაც საკუთარ ფეხსაცმელში აგროვებდა. ასევე ამაზონის ჯუნგლებში მამაკაცი შეეჩეხა გარეულ ცხოველებს, მათ შორის იაგუარს, რა დროსაც მამაკაცს პრაქტიკულად აღარ ჰქონდა იარაღი, რომ თავდასხმა მოეგერიებინა, რადგან მეგობრებთან ერთად ნადირობის შემდეგ მამაკაცს თოფში დარჩა მხოლოდ 1 ტყვია, რომელიც მან გამოიყენა პეკარების ჯოგის გასაფანტად. საუბარია გარეულ ცხოველებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ღორებს ჰგვანან და ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ![]() "ის დაუკრავს მუსიკას ღმერთის სადიდებლად. ღმერთს დაჰპირდა ამას და ვფიქრობ, დანაპირებს შეასრულებს“, - თქვა ჯონათანის ძმამ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ძმა გიტარაზე უკრავს სამართალდამცავები, თავის მხრივ, გეგმავენ მონადირის ოთხ მეგობარის გამოკითხვას, რათა გაიგონ, თუ რატომ დაიკარგა მამაკაცი ჯუნგლებში. 394 2-ს მოსწონს
|