x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სტალინის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები
image

70 წლის წინ, 1953 წლის 5 მარტს, 21: 50 -ზე გარდაიცვალა სტალინი, ბელადის სიკვდილის გარემოებები მრავალი წლის განმავლობაში ბურუსით იყო მოცული, რაც გახდა მრავალი ლეგენდისა და მითის შექმნის მიზეზი, მათ შორის მისი მკვლელობის ვერსიისაც.




სტალინის პირადი დაცვის მონათხრობის მიხედვით 1953 წლის 28 თებერვლის საღამოს, პოლიტბიუროს წევრებმა უყურეს ფილმს კრემლში, ხოლო 1 მარტის ღამეს სტალინთან ერთად "ბლიჟნის"(კუნცევოს) აგარაკზე წავიდნენ: ლავრენტი ბერია, ნიკიტა ხრუშჩოვი, გიორგი მალენკოვი და ნიკოლაი ბულგანინი . ისინი იქ დილის 4 საათამდე დარჩნენ.

სტუმრები საკმაოდ დათვრნენ და დილით ადრე დაიშალნენ, სტალინი კი, რომელსაც ამჯერად არ დაულევია, დასაძინებლად წავიდა. სავარაუდოდ, ინსულტამდე მას გაეღვიძა, წყლის დასალევად ან ტუალეტში გასვლა მოუნდა, თუმცა ვეღარ მიაღწია და ოთახში იატაკზე დაეცა..




იმ დღეს, 1 მარტს, სტალინთან მორიგეობდნენ დავალებების უფროსი თანამშრომელი მიხაილ სტაროსტინი და მისი თანაშემწე ვ.ტუკოვი.


ბელადი იატაკზე და მრავალი საათის განმავლობაში უგონოდ იწვა, რადგან დაცვას ოთახში შესვლის და მათი პატრონის სიმშვიდის დარღვევის ეშინოდათ. საღამოს მხოლოდ დაცვის უფროსმა ხრუსტალევმა მოიფიქრა ბელადის ოთახში შესვლა, სადაც მომაკვდავი სტალინი აღმოაჩინა და საწოლზე გადაიყვანა.



"ხრუსტალევმა მაშინვე დაურეკა სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრს სემიონ იგნატიევს. მინისტრმა დაუყოვნებლივ გადაურეკა კრემლის მკურნალ ექიმს ეგოროვს და უთხრა, რომ ჩასულიყო სადარბაზოში სამედიცინო ჩანთით ხელში და იქ დალოდებოდა. . ეგოროვმა დაადგინა, რომ სტალინს გულის შეტევა ჰქონდა ან უარესი.


იმ დროისთვის ბელადი უკვე საწოლზე იწვა. მკურნალობისთვის ზომები იქნა მიღებული. მაგრამ პატრონი გონზე ვერ მოვიდა. მე ეს ვიცი გონჩაროვისგან და უსაფრთხოების უფროსი იგნატიევისგან. (ბელადის მცველის, მაიორ მიხეილ ესკოს მოგონებიდან)



სსრკ-ს ხელმძღვანელი პარალიზებული იყო, მას მხოლოდ ერთი ხელის მაჯის მოძრაობა შეეძლო. 3 მარტის საღამოს მან უცებ უკეთ იგრძნო თავი. სტალინი გონს მოვიდა და თვალებიც გაახილა, მაგრამ მეორე დილით ისევ დაკარგა გონება.



"ჩაძინებული» პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ექიმებმა დიაგნოზი დასვეს: სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გონების და მეტყველების დაკარგვა, მარჯვენა კიდურების დამბლა. მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ სტალინი სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ და 4 მარტის დილისთვის, თითქოს ბელადი უკეთესადაც გახდა. ის თანაბრად სუნთქავდა, ცალი თვალი გაახილა კიდეც და იქ შეკრებილ თანამებრძოლებს შეხედა. მაგრამ, ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ისევ დახუჭა.

5 მარტის საღამოს სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი გული სულ მალე გაჩერდებოდა. ამის შემდეგ, ექიმ-რეანიმატოლოგებმა გულის მასაჟის კეთება დაიწყეს. ექიმების მონაცვლეობით, ეს პროცესი მთელი საათი გაგრძელდა და კიდევაც გაგრძელდებოდა, ბერია რომ არ მისულიყო მათთან და არ ეთქვა: «გეყოფათ, ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი დასრულდა». ხალხის ბელადი ფართოდ გახელილი თვალებით იწვა და არ სუნთქავდა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სტალინი გარდაიცვალა..(ნიკიტა ხრუშჩოვის მოგონებიდან)




”მხოლოდ ერთი ადამიანი იქცეოდა თავხედურად - ეს იყო ბერია- წერდა სტალინის ქალიშვილი სვეტლანა წლების შემდეგ. - უკიდურესად აღელვებული იყო, ისედაც ამაზრზენი სახე კიდევ უფრო უმახინჯდებოდა მოწოლილი ვნებებისგან. როცა ყველაფერი დასრულდა, ის იყო პირველი, ვინც კორიდორში გავარდა და სრულ სიჩუმეში, სადაც ყველა ჩუმად იდგა საწოლის გარშემო, გაისმა მისი ხმამაღალი ღრიალი, რომელიც ვერ მალავდა სიხარულს: "ხრუსტალევ! მანქანა!"



ამასობაში სტალინის დიასახლისი ვალენტინა ისტიომინა, სტალინის მკერდზე დაეცა და ხმამაღლა ატირდა. ბერიასგან განსხვავებით, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და სხვა მისი თანამებრძოლები კიდევ ცოტა ხანი იდგნენ სტალინის გვამთან თავდახრილები, მაგრამ ისინიც მალე ბერიას კუდში გაყვნენ და ნელნელა დაიშალდნენ.

2
266
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
266
  
2023, 10 მარტი, 23:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 მარტი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2