x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
იდეალური შავგვრემნები: ვარსკვლავები, რომლებსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

image


ქალის სილამაზე - ძალიან სუბიექტური ცნებაა. ზოგიერთი მამაკაცი ჟღალთმიანზე გიჟდება, ზოგს ქერა ურჩევნია, აი, დანარჩენები კი შავგვრემნების დანახვაზე გაზაფხულის თოვლივით დნებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო კინოს ულამაზესს შავგვრემან ქალბატონებს, რომელთა ეკრანზე თითოეული გამოჩენა ბევრ მამაკაცს მოსვენებას უკარგავს.




მონიკა ბელუჩი


image


ასაკის მიუხედავად, ეს მსახიობი დღემდე ბევრისთვის იდეალური სილამაზისა და საოცარი ქალურობის სიმბოლოდ რჩება. ამ ვნებიანმა, შავგვრემანმა იტალიელმა პირველივე გამოჩენისთანავე მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. არსებობს მასში რაღაც განსაკუთრებული, რაც პირველივე ნახვისთანავე აღგაფრთოვანებს და გატყვევებს. ქალურობისა და სრულყოფილი სილამაზის ნამდვილი განსახიერება მონიკა ბელუჩი, დღემდე ასაკისდა მიუხედავად, მილიონობით მამაკაცის აუხდენელ ოცნებად რჩება. "სილამაზე "ფერარის" ჰგავს, ისწავლეთ მისი მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მთელი ცხოვრება ავტოფარეხში დარჩება" - ამბობს იტალიელი ლამაზმანი, რომელმაც საკუთარი გარეგნობის ფასი ყველაზე უკეთ იცის.



ლივ ტაილერი


image


ცნობილი მუსიკოსის სტივენ ტაილერისა და მოდელის ბიბი ბიუელის ულამაზესი ქალიშვილი, კინოვარსკვლავი, ლივ ტაილერი მართალია კინოდან წავიდა, თუმცა მაყურებელთა გულებში წარუშლელი კვალი დატოვა. მშვენიერი ელფი არვენი ეკრანზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა ერთ -ერთი ულამაზესი შავგვრემანი მსახიობების შესახებ ჩატარებულ გამოკითხვებში მაინც რეგულარულად ჩნდება.




ნატალი პორტმანი


image


უნაკლო რეპუტაციის მიუხედავად ნატალი ზოგჯერ საკმაოდ თამამ სცენებში (ფილმი "სიახლოვე", 2004) მონაწილეობს, თუმცა ნამდვილი გულშემატკივრები მას ამისთვის არ აფასებენ. დახვეწილი და მოხდენილი სახის ნაკვთები, მეტყველი თვალები და შეუდარებელი სამსახიობო ქარიზმა. აი, სწორედ ეს აქცევს მას მაყურებელთა თვალში ასეთ მიმზიდველად და განუმეორებლად.




რეიჩელ ვაისი


image


შეიძლება ის არც ისე ცნობილია, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობები, მაგრამ მისი სახის სილამაზის დავიწყება ძნელია. სხვათა შორის, ფილმ "მუმიას" თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა რეიჩელ ვაისი აუცილებლად ემახსოვრებათ, ხოლო "ბონდის" თაყვანისმცემლებისთვის ალბათ იმის გაგება საინტერესო იქნება რომ რეიჩელ ვაისი დენიელ კრეიგის ცოლია.




სელმა ჰაიეკი


image


მილიარდერ ფრანსუა ანრი-პინოს მეუღლე, ფილმების "ერთხელ "მექსიკაში და "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" ვარსკვლავი, ულამაზესი მექსიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი 2000-იანი წლების წარსული ეპოქის ქალი სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა. შეუძლებელია სელმა ჰაიეკის სილამაზე და იდეალური ფორმები არ აღიარო, კინოვარსკვლავი მილიონობით თაყვანისმცემლისთვის დღემდე რჩება ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ და ქალურობის უპირობო ეტალონად.






0
609
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
609