x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქართველი წყალბურთის "მესი" - ასე აფასებენ პეტრე მშვენიერაძეს

პეტრე მშვენიერაძე 1929 წლის 24 მარტს დაიბადა თბილისში. გატაცებული იყო ფრენბურთით, კალათბურთითა და ფეხბურთით. 14 წლისამ ვარჯიში დაიწყო ცურვაში, 1944 წელს კი მოიპოვა სსრკ-ის ჩემპიონობა.

image

1946 წლიდან დაიწყო წყალბურთის თამაში. თავდაპირველად იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას, 1952-1963 წლებში გამოდიოდა მოსკოვის სამხედრო-საჰაერო ძალების (BBC), მოსკოვის სამხედრო ოლქისა (MBO) და მოსკოვის “დინამოს” მაისურებით. ათჯერ მოიპოვა სსრკ-ის ჩემპიონის ტიტული (1952, 1955-1964).

პეტრე მშვენიერაძემ სსრკ-ის ნაკრებში პირველად 1949 წელს ითამაშა. 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე პეტრე მშვენიერაძემ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1962 წელს კი _ ევროპის ჩემპიონატის.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პეტრე მშვენიერაძე გახდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და მუშაობა დაიწყო სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც 2002 წლამდე კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართლის საკითხებზე.

2002 წლის დეკემბერში პეტრე მშვენიერაძეს მწვავე ლეიკოზი დაუდგინეს. ის 2002 წლის 3 ივნისს მოსკოვის ჰემატოლოგიის ინსტიტუტში გარდაიცვალა. მისი ორივე ვაჟი წყალბურთელი იყო.

გამორჩეული იყო პორტსმენის სხეულის გაბარიტები - სიმაღლე 198 სმ, წონა - 92 კგ.

მისი სპორტული კარიერა მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

image

2
240
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
240
  
2023, 3 მარტი, 22:25
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2