x
image
ლურჯი თოლია
ქართველი მომღერალი ამერიკულ "ნიჭიერში"

ქართველი მომღერალი თათია კობალაძე " America ‘s Got Talent"-ში მიიღებს მონაწილეობას. მომღერალმა ონლაინ გაიარა შესარჩევი ტურები და ახლა უკვე ემზადება ამერიკაში გასამგზავრებლად.

imageთათია უკვე 21 წელია სცენაზეა და საზღვარგარეთ სხვადასხვა კონკურსებში აქვს მონაწილეობის გამოცდილება. მათ შორის, ინგლისშიც გაიარა კასტინგი, იყო უკრაინის X ფაქტორის და ყაზახეთის "ვოისის" ფინალისტი. ცოტა ხნის წინ კი გაიმარჯვა ყაზახურ კონკურსში "ტუნისის ხმა 2022".

თათიამ ბედი ქართულ კონკურსებშიც სცადა. "ჯეოსტარში" მის გამოსვლას წლების წინ საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა მარინა ბერიძის მხრიდან. ამის შემდეგ მან მონაწილეობა სცადა ქართულ "ვოისში" თუმცა არც ერთი მწვრთნელი არ შემოუბრუნდა. ვერც "საქართველოს ვარსკვლავში" შეძლო ფინალში მოხვედრა. მაგრამ საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად იღებს მონაწილეობას კონკურსებში და საკმაოდ წარმატებით.

იმედია მის ტალანტს ამჯერად ამერიკაში დააფასებენ.

image

1
168
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
168
  
2023, 4 მარტი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1