x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
პუტინის და ალინა კაბაევას საიდუმლო სასახლე შუაგულ ტყეში
image

რიგითი რუსი მოქალაქეებისგან უჩუმრად, ვლადიმერ პუტინი და მისი საყვარელი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა შვილებთან ერთად ცხოვრობენ, როგორც "ცარი და ცარიცა", - ირწმუნება მედიაჯგუფი Проект-ი.


დამოუკიდებელი მედიაჯგუფის Проект-ის რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ალინა კაბაევა ცხოვრობს ვალდაის ტყეში აშენებულ მდიდრულს ხის სასახლეში, რომელიც მდებაროებს მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით 400 კილომეტრში.


ბავშვები „არასრულწლოვანნი“ არიან – რის გამოც „«Проект"-მა არ გაასაჯაროვა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო მემკვიდრეების შესახებ, მათ შორის მათი რაოდენობისა და სქესის შესახებ.



„თუმცა, ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


დიდი ხანია დადის ხმები, რომ 70 წლის პუტინს და 39 წლის კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავთ.


თუმცა, არა თუ შვილებზე, დესპოტ პრეზიდენტს და ყოფილ ოლიმპიური ჩემპიონს არც არასოდეს უღიარებიათ, რომ ისინი საყვარლები იყვნენ ან არიან.


ამ გამოძიების მსვლელობისას „პროექტის“ ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტისა და მისი შეყვარებულის ურთიერთობის შესახებ ბევრი ფაქტი დაადგინეს, რომელიც შუა საუკუნეების ისტორიის წიგნებიდან გადმოღებულ ამბავს უფრო ჰგავს.


სიმდიდრისა და ქონების იმპერია, რომელიც სავარაუდოდ პუტინმა და მისმა საყვარელმა დააგროვეს, არასოდეს გახმაურებულა, მაგრამ ითვლება, რომ ის უზარმაზარია.


"ცარი და ცარიცას" უპირველისი საიდუმლო არის ვალდაის რეზიდენცია, რომელიც გარშემორტყმულია VIP დასახლებით და სადაც მათ იცავს ელიტარული უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, ნათქვამია მოხსენებაში. ახალ სურათებში პირველად ქვეყნდება "ცარის და ცარიცას' სახლის შიდა ინტერიერი.

image

ვალდაიში "სამეფო რეზიდენციის" მშენებლობა დაიწყო "თითქმის მაშინვე, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა ამ ათასწლეულის ბოლოს.


„2013 წელს პუტინი ოფიციალურად დაშორდა ლუდმილას, მაგრამ მას ყოველთვის უყვარდა ვალდაი. სწორედ აქ - თავდაპირველად, როგორც ჩანს, იმავე "ოქროს" სახლში - მიიყვანა თავისი ახალი საყვარელი [კაბაევა]."-ნათქვამია სტატიაში


მოხსენებაში ნათქვამია, რომ„მოგვიანებით მან ააგო ახალი ხის სასახლე კაბაევასა და მისი შვილებისთვის. „ოქროს“ სახლიდან დაახლოებით 800 მეტრში.

კაბაევას სახლის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო."




შემდგომ: ”2021 წელს კაბაევას სახლთან აშენდა ნავმისადგომი."


„აქედან შეგიძლიათ ნავით, პატარა არხის გავლით გადახვიდეთ უზარმაზარ, კლასიკურ სასახლის პარკში, რომელიც გაშენებულია 28 ჰექტარ ფართობზე. ამ მიწებზე ოდესღაც იყო სანერგე მეურნეობა, სადაც წიწვოვანი ნერგები გამოყავდათ პარკებისთვის"


„პუტინისა და კაბაევას სახლებიდან დაახლოებით იმავე მანძილზეა უზარმაზარი სპა კომპლექსია სოლარიუმით, კრიოკამერით, 25 მეტრიანი საცურაო აუზით, თურქული აბანოთი, საუნით, ტალახის აბაზანებით, მასაჟით, კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ზონებით. იქვეა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, რათა პუტინმა საიდუმლოდ იმგზავროს"

image

ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, საცხოვრებელში მუდმივად შეინიშნება ბავშვები.

2
364
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
364
  
2023, 3 მარტი, 22:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2