x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
Е ინდექსი საკვები დანამატების სახელწოდებებში – "ევროპას" ნიშნავს

image


საკვები დანამატების კლასიფიკაციის სისტემა 1953 წ. შეიქმნა და ის თავიდან ევროპის ქვეყნებში გამოიყენებოდა. ხოლო შემდეგ, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ვინაიდან საკვები დანამატი ბევრი და მათი სრულად დამახსოვრება არარეალურია, შეგვიძლია ორიენტირება Е–ს შემდეგ მოცემული, კოდის პირველი ციფრების მეშვეობით გავაკეთოთ. ეს ციფრი დანამატის ზოგად დანიშნულებაზე და კატეგორიაზე მიუთითებს:


1 — საღებავები (მაგ., 100–109 – ყვითელი ფერის ტონები, 150–159 – ყავისფერი და შავი და ა. შ.);
2 — კონსერვანტები (200 – 209 – სორბატები, 240 – 249 – ნიტრატები)*;
3 — ანტიოქსიდანტები;
4 — ემულგატორები, სტაბილიზატორები, გასასქელებლები;
5 — მჟავიანობის რეგულატორები (pH), დალექვის საწინააღმდეგო აგენტები;
6 — გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, არომატიზატორები;
7 — ანტიბიოტიკები;
9 — სხვა: შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ ფქვილ–პროდუქტებს (მოჭიქვის აგენტები, დამარბილებლები, ფქვილის გამაუმჯობესებლები და ა.შ.), ასევე შესაფუთი გაზები, ქაფის აგენტები და დამატკბობლები;
10 — დამატებითი ნივთიერებები — ძირითადად, სტაბილიზატორები და გასასქელებლები.
ციფრი 8 ჯერ არ არის გამოყენებული — ეს სარეზერვო ჯგუფია.


* შენიშვნა: კოდების მინიჭებისას, ცალკეული დანამატის სახეობას ცალკე ციფრი აქვს მინიჭებული და ფრჩხილებში მოცემული რამდენიმე დასახელება, მხოლოდ მაგალითისთვის არის მოყვანილი. ანუ თითოეული სახეობის დანამატზე 7– 9 სხვადასხვა კატეგორია გამოიყოფა. მაგ., 100–109; 110–119; 120–129; 130–139; 140–149; 150–159; 160–199 — ეს ფერებია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* კაცის ისტორია, რომელიც "სიცოცხლის წიგნში" მოხვდა

* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა

* სალვადორში განგსტერებისთვის მეგა–ციხე გაიხსნა

* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"

* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...

* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა

* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია



1
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
73
  
2023, 3 მარტი, 22:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1