x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ახლა აღარ გეტირებათ, ტკბილია სკამი?! სინდისი შეგაწუხებთ"- ვის მიმართავს ლიკა ბასილაია–შავგულიძე

image


ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დავით ზალკანიანს მიმართავს და მას "აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს:


"david zalkaliani ახლა აღარ გეტირებათ, დავით, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროატლანტიკურ კურსს რუსულით გვიცვლის?! ტკბილია ამერიკაში ელჩის სკამი?! ამოიღეთ ხმა, სინდისი აუცილებლად შეგაწუხებთ და ისტორიაშიც შესაბამისი სახელით ჩაიწერებით!"- წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ხალხის ძალა" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.


მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული, თუმცა როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონი არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული.


ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას დღეს იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.





0
370
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
370