x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვის უბედავთ... მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!"- რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფორმულას" ეთერში "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:


"ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!, თქვე ბოლშევიკებო" – განაცხადა ტელეწამყვანმა "ფორმულას" ეთერში.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ხალხის ძალა" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.


მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული, თუმცა როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონი არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული.


ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას დღეს იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.





0
510
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
510