x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„ერთი დღე გაახარებენ ცოლებს, მერე ხან ჟეპავენ, ხან ღალატობენ და ხან....“ - მამა ლევან ჯიქური 3 და 8 მარტზე
image


კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური 3 და 8 მარტის დღესასწაულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

.

“არის კითხვები 3 და 8 მარტის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე პასუხის გაცემას ჯობია ერთიანად დავაფიქსირო ჩემი აზრი. მართლმადიდებლებს გეტყვით, 2 მარტს არის თევდორე ტირონის ხსენება, მაქვს ტაძრის დღესასწაული და ეს მარხვა იმდენად მძიმეა, რომ წირვის ჩატარება არ შეიძლება. და კლარა ცეტკინობა შეიძლება კაცო? და მეორე. თუ გინდათ ცოლები გაახაროთ, ერთი დღე გადადეთ ყველაფერი და დააკვირდით რამდენს შრომობენ და დაუფასეთ. არ შეაგინოთ არასდროს. და არ უღალატოთ არ საქმით, არც სიტყვით, არც ფიქრებით და არც ტელეფონით. ერთი დღე გაახარებენ მერე ხან ჟეპავენ, ხან ღალატობენ და ხან რა“, - წერს მამა ლევანი.


.

.

ლევან ჯიქური. დავიბადე 1985 წლის 17 მაისს, ქ. კასპში. 1986-1990 წწ.-ში დავდიოდი ქ. კასპის მე-2 და მე-4 ბაღებში. 1991-2002 წწ.-ში ვსწავლობდი ქ. კასპის მე-3 საშუალო სკოლაში. 2002-2008 წწ.-ში, აგრარულ უნივერსიტეტში, სათბობგასამართი კომპლექსების და მილსადენების ექსპლუატაციის სპეციალობით გავიარე ბაკალავრია - მაგისტრატურა. 2009 წლის 19 აპრილს, აღდგომას, სამთავისში, სტიქრით შემმოსა სულიერმა მოძღვარმა დეკანოზმა იუანემ (კალატოზიშვილი). 2010-2014 წწ.-ში ვცხოვრობდი ყვარელში და ვსწავლობდი გრემის სასულიერო სემინარიაში. 2010 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, ჯვარი დავიწერე გრემში. 2011 წლის 6 აგვისტოს, სამებაში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) წარმადგინა კათოლოკის პატრიარქთან, 22 აგვისტოს კაბით შემმოსა, ხოლო 28 აგვისტოს, გრემში მაკურთხა დიაკვნად. 2014 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქალაქში და 25 მაისს, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) მაკურთხა მღვდლად ვახტანგ გორგასალში. ამჟამად მყავს 4 შვილი. ჩემი მსახურების ადგილებია:
ქ. კასპი, სოფლები: ლამისყანა, ხვითი, თვაურები, გამდლისწყარო, კოდისწყარო, ზადიაანთ კარი, სარიბარი, ყარაფილა, ჩობალაური, ნიგოზა, ზემო რენე, ქვემო რენე, ვარჯაანი

1
239
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
239
  
2023, 2 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1