x
image
ლურჯი თოლია
ქართველი მეცნიერი, რომელიმაც ე.წ დნმ-ის ტესტი გამოიგონა

გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი (ე.წ "დნმ-ის ტესტი") - ბიოლოგიური იდენტიფიკაციის მეცნიერული მეთოდი, რომელიც დამყარებულია თითოეული ცოცხალის დნმ-ის უნიკალურ წყობაზე.

image

1984 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ალეკ ჯეფრიზმა აღმოაჩინა სპეციფიკური მოლეკულური ზონდი, რომლითაც დგინდება ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანებში, 1986 წელს კი - ქართველმა მეცნიერმა აპოლონ ჯინჭარაძემ კი აღმოაჩინა ახალი ზონდი (ბაქტერიოფაგი M13), რომელიც უნივერსალურია მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ. სწორედ ამ მეთოდზე დგას ნათესავობის დადგენის და პიროვნების იდენტიფიკაციის მეთოდები. ასევე, გამოიყენება კრიმინალისტიკაში.

აპოლონ ჯინჭარაძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გენეტიკის მიმართულებით და შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მან მიაგნო ამ უნიკალურ აღმოჩენას. მისი სახელი სხვადასხვა წიგნში და სტატიაშია მოხსენიებული, თუმცა არც ისე ფართოდ არის ცნობილი მსოფლიო მასშტაბით. ძალიან ახალგაზრდა 28 წლის ასაკში გარდაიცვალა მოულოდნელად.

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0