x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საკვები პროდუქტები, რომლებიც დაბერებას ანელებენ

ზოგიერთ საკვებ პროდუქტს უნარი აქვს შეანელოს დაბერების პროცესი და ხელი შეუწყოს ორგანიზმის გაახალგაზრდავება-გაჯანსაღებას:

image

მწვანე ჩაი - დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს. კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება 15-20% -ით უფრო აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. ამასთან, მწვანე ჩაი აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

შავი შოკოლადი კაკაოს მაქსიმალური შემცველობით: კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ფლობს ფენომენალურ შესაძლებლობას დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციისგან. ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის. შავი შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას, ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას.

ორაგული - შეიცავს ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ს და ანტიოქსიდანტებს, ასევე წარმოადგენს ცილების წყაროს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილის სტრუქტურისთვის. ყველა ეს ნივთიერებები აუცილებელია ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად.

წიწმატი - შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც იმუნური სისტემის ბრძოლის უნარს აძლიერებს ინფექციებისა და მავნე ნივთიერებების მიმართ. ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რომელიც ორგანიზმის დაბერების პროცესში მთავარ აგენტს წარმოადგენს. წიწმატი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს, ამას გარდა, წიწმატი შარმდენი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმიდან მავნე მარილებს დევნის და ამით იცავს თირკმელებს, ღვიძლს და ამცირებს ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

სპირულინა - მასში შემავალი ფიკოციანინი ძლიერი ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება, რაც, ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია გარკვეულწილად დაგვეხმაროს რიგი დაავადების განვითარების პრევენციაში. რამდენიმე კვლევაში დასტურდება სპირულინას დადებითი გავლენა ქოლესტერინის დარეგულირებაში. ამასთანავე, სპირულინაში შემავალი ანტიოქსოდანტები ხელისშემშლელად მოქმედებენ ცხიმოვანი სტრუქტურების ოქსიდაციის პროცესში, რომელიც, სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკის შემცირებას გულისხმობს.

2
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
93
  
2023, 3 მარტი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2