x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჭიანჭველებს სუნით კიბოს ამოცნობა შეუძლიათ?

image

მეცნიერებმა ცდაში 35 აბრეშუმებისებრი ჭიანჭველა გამოიყენეს. აიღეს ჯანმრთელი და კიბოს მატარებელი თაგვების შარდის ნიმუშები და დააყნოსინეს. სუნის მარტივად გასარჩევად, ჭიანჭველებს სამი ვარჯიში დასჭირდათ.

მეცნიერებმა მათ ჯილდოს სახით შაქარი დაუწესეს. ისინიც გამალებით ეძებდნენ ამ ჯილდოს და მკაფიო და ზუსტ სიგნალს იძლეოდნენ თაგვის შარდში ძუძუს კიბოს არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ სუნიანი აქროლადი მოლეკულები მართლაც სხვანაირია კიბოთი დაავადებული თაგვის შარდში. რაც უფრო დიდია სიმსივნის გამოვლინება, სუნი მით უფრო განსხვავებულია ჩვეულებრივისგან.

„ერთადერთი კვლევის შეზღუდვა არის ის, რომ სუნები, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, შესაძლოა არ ასახავდეს ბუნებაში არსებული კიბოს სუნის მრავალფეროვნებას. რეალობაში დამაბნეველ ფაქტორებს წარმოადგენს ასაკი, ცხოვრების სტილი, კვება, მდგომარეობა ან სტრესი, რომელმაც შესაძლოა წვლილი შეიტანოს ინდივიდუალური სხეულის სუნის ცვალებადობაში. ჩვენს მეთოდს ჭირდება შემდგომი დადასტურება და მეტი ნიმუშის გამოყენება. წინ ბევრი კვლევაა, ვიდრე ეს მეთოდი რუტინული ტესტი გახდება კიბოს სკრინინგში - “ განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0