x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰონგ-კონგელი მოდელის დანაწევრებული ცხედარი მაცივარში იპოვეს
image

პოლიციამ ჰონგ-კონგელი მოდელის, ები ჩოის ყოფილი ქმარი დააკავა. სწორედ ისაა ეჭვმიტანილი 28 წლის მოდელის მკვლელობაში.



ები ჩოი, რომელიც გასული თვის ბოლოს დიზაინერ ელი სააბის ჩვენებაზე გამოდიოდა მოულოდნელად, გაუჩინარდა. ორი დღის შემდეგ, მისი კიდურები იპოვეს ჰონგ-კონგში ნაქირავებ სახლის მაცივარში, ხორცსაკეპ მანქანასთან, ელექტრო ხერხთან და ჩანთასთან ერთად, რომელიც ეკუთვნოდა ჩოის., დანაწევრებული გვამის ნაშთები კიდევ ორ ქილაში აღმოაჩინეს.

image


ადამიანის ნაშთები გაიგზავნა სასამართლო ექსპერტიზაზე, 26 თებერვალს დადასტურდა, რომ ის ები ჩოის ეკუთვნოდა. ერთ-ერთი გამომძიებლის თქმით, თავის ქალას უკანა მხარეს პატარა ხვრელი იყო, რაც განზრახ მკვლელობაზე მიუთითებს. ამის შემდეგ პოლიციამ დაუყონებლივ აბის ყოფილი ქმარი, კრის ტამა ძებნაში გამოაცხადა, მაგრამ ამ დროისთვის მან გაუჩინარება მოასწრო .

image

პოლიციამ მისი აყვანა ერთ-ერთ შორეულ კუნძულზე შეძლოა. მამაკაცი კატერით გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ჩხრეკისას მას ნახევარი მილიონი ჰონგ-კონგური დოლარი და 4 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირადღირებული საათები აღმოუჩინეს.


image

ამასობაში, ინტენსიურად გრძელდება ები ჩოის ცხედარის სხვა ნაწილების ძებნა. ასობით პოლიციელი ჩხრეკს ადგილობრივ სასაფლაოს, მყვინთავები კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წყლებში აქტიურობენ.


ჩოის, წარმატებულ მოდელს და ინფლუენზერს, რომელსაც ინსტაგრამზე 100 000 გამომწერი ჰყავს, ორი შვილი დარჩა. ახლა ბავშვებს ჩოის დედა უვლის.

image

2
459
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
459
  
2023, 3 მარტი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2