x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნიდერლანდელი სეისმოლოგი, რომელმაც თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტველა, ახალ მეგაბიძგებზე გვაფრთხილებს
image


ნიდერლანდელმა სეისმოლოგმა ფრენკ ჰუგერბიტსმა იწინასწარმეტყველა შვიდზე ან თუნდაც რვა მაგნიტუდი სიძლიერის მიწისძვრებზე მარტის დასაწყისში. პროგნოზი 27 თებერვალს გამოქვეყნდა სამეცნიერო ორგანიზაციის Solar System Geometry Survey (SSGEOS) იუთუბის არხზე.




3 თებერვალს ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტში ფრენკ ჰუგებიტსმა გაფრთხილება გამოაქვეყნა 7, 5 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე თურქეთში, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში. სამი დღის შემდეგ, 6 თებერვალს, თურქეთისა და სირიის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



თავის ახალ ვიდეოს ანალიზში სეისმოლოგმა განმარტა, რომ ციური სხეულების, კერძოდ დედამიწის, მერკურისა და სატურნის პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სეისმური აქტივობა 3 და 4 მარტს, ან, 6 და 7 მარტს. მიწისძვრების ინტენსივობა ამ დღეებში, ჰუგერბიტსის მიხედვით, შეიძლება მიაღწიოს შვიდ, ან, თუნდაც რვა ბალს, რაც ჩაითვლება მეგა მიწისძვრად.




„მარტის პირველ კვირაში შესაძლოა მოხდეს ექვსზე მეტი მაგნიტუდის რამდენიმე სეისმური მოვლენა. არსებობს ორი სცენარი: ან დიდი სეისმური მოვლენა მოხდება დაახლოებით 3 ან 4 მარტს, ან სეისმური გაძლიერებით 6 ან 7 მარტს, სავსე მთვარეზე.“- თქვა სეისმოლოგმა.





ჰუგერბიტსმა დასძინა, რომ შესაძლებელია სცენარი, რომელშიც "სეისმური ლიფტი" ჩანს 3-4 მარტს, მოჰყვეს უფრო ძლიერი სეისმური აქტივობა 6 და 7 მარტს სავსე მთვარეზე.



”არ არსებობს გზა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, მაგრამ მარტის პირველი კვირა იქნება უკიდურესად კრიტიკული. ჩვენ შეიძლება გავხდეთ შვიდი ან რვაზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების მოწმე.“ - თქვა მან.



ჰუგერბიტსმა რისკის ზონებად დაასახელა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთი სანაპირო და კერმადეკის ღრმა თხრილი წყნარ ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით, ასევე, კამჩატკას რეგიონი, კურილის კუნძულები, ჩრდილოეთ იაპონია, ფილიპინები და ინდონეზიის წყნარი ოკეანის სანაპირო.


0
300
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0