x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ... უნდა შემოწმდეს" - ვისზე საუბრობს ეკა ბესელია

image


პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მის აგენტად მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველი გუნდის ერთ - ერთი ლიდერის უკრაინაში სამკურნალოდ გაშვებას ითხოვს:


"ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა!


საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს….


ნაზი, აკანკალებული ხმით რომ აბედნიერებს ტელე იმედის წამყვანებს, მე კი სულ ის კადრი მიდგას თვალწინ - ბოდიში რომ მოახდევინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის თანდასწრებით და მორჩილად თავდახრილი იჯდა …


აი, როგორ შეიძლება კობახიძის ნათქვამზე ან გაბრაზდე, ან გეწყინოს… უნდა შემოწმდეს, რომ სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ“, - წერს "ქრთული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ "ტელეიმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია და რომ რამდენიმე აგენტი მათ პარტიაშიც იყო. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ კონტექსტში ეკა ბესელია და გია ხუხაშვილი მოიხსენია:


"ავიღოთ, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას აფრქვევს ხოლმე და არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. რეალურად, ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა საიდან იყო მართული. ის 2013 წელს, მალევე გავუშვით გუნდიდან. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იყო მართული და ვერც გამოსწორდა.


საინტერესო ქეისი იყო ეკა ბესელია. იგივე ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ ახლა. იყო პროცესები, რომლებშიც ბესელიამ საკმაოდ მძიმე როლი შეასრულა. ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით. განსაკუთრებით მან თავი 2018 წელს გამოავლინა და 2019 წლიდან გუნდში აღარც იყო. გახსოვთ ასევე კახა ოქრიაშვილი. დღეს უკვე ღიად ვანო მერაბიშვილთან არის დაკავშირებული", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში.







0
375
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
375