x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
თურქეთში ისევ ჩნდება მინდორში უზარმაზარი ღრმულები

image

სანამ თურქეთი დამანგრეველი მიწისძვრების შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა, ამასობაში კიდევ ერთი საშინელი ბუნებრივი მოვლენა დაატყდა თავს.


ქვეყნის ცენტრში, კონიას პროვინციაში, მინდორზე მოულოდნელად გაჩნდა უზარმაზარი ხვრელი, რომლის სიღრმე 15 მეტრს აღწევს, დიამეტრი კი დაახლოებით 100- მეტრია. ფენომენს მიწისძვრებთან არანაირი კავშირი არ აქვს, ღრმული მიწისძვრიდან მხოლოდ 20 დღის შემდეგ გამოჩნდა. მეცნიერები ახლა ამ მოვლენას სწავლობენ, ხოლო ადგილობრივები მათ მხოლოდ დანაღვლიანებულები შესცქერიან.


ფაქტია, რომ კონიას პროვინციაში ხალხი ათ წელზე მეტია ცხოვრობს უზარმაზარი კრატერების შიშით, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება .



2017 წელს მათი რაოდენობა 200-ზე მეტი იყო, რომელთა დიამეტრი ორიოდე მეტრიდან იწყებოდა და საფეხბურთო მოედნის ზომით მთავრდებოდა.

image

მიწაში ღრმულები რამდენიმე წამში ჩნდება მინდვრებში, გზებზე, სოფლებში. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მთელი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები ფერმერების თვალწინ მიწის ქვეშ ჩავარდა.


მეცნიერების თქმით არსებობს დაახლოებით 30 მიზეზი, თუ რატომ წარმოიქმნება ეს ღრმულები. ერთ-ერთი მიზეზია ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება მიწისქვეშა წყლების ნახშირორჟანგთან შერწყმის შედეგად. დროთა განმავლობაში ის შლის ნიადაგს, მაგრამ სადაც მკვრივი კირქვაა, წარმოქმნება გამოქვაბული მიწისქვეშეთში, რის შემდეგაც მღვიმის ზემოთ ნიადაგი იშლება და ჩნდება ღრმული.

image

კიდევ ერთი მიზეზი არის მიწისქვეშა წყლების აქტიური გამოყენება სოფლის მეურნეობაში. მდინარეების ნაკლებობა და მცირე ნალექი აიძულებს ხალხს გამოიყენონ მიწისქვეშა წყაროები. წყლის დაწრეტის შემდეგ იქმნება გამოქვაბულები, რომელთა თაღი ვერ უძლებს მის ზემოთ მიწის სიმძიმეს და იშლება.


ადგილობრივ მოსახლეობას კატეგორიულად ურჩევენ არ მიუახლოვდნენ ასეთ ღრმულებს, რადგან მიწისძვრის შემდეგ მისი ჩამონგრევის რისკი ძალიან მაღალია.

1
813
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
813
  
2023, 27 თებერვალი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1