ასტროლოგია მარსმავალმა "დაასკვნა", რომ დედამიწაზე სიცოცხლე არ არის, მეცნიერები დაბნეულები არიან 27 თებერვალი, 15:43 ![]() ამ დღეებში პლანეტოლოგი ალბერტო ფარენი და მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი შეიკრიბნენ, რათა შეემოწმებინათ მარსზე გაგზავნილი თანამედროვე მოწყობილობები. შედეგები არ იყო დამაიმედებელი. მათ ტესტები ჩაატარეს ჩილეს ჩრდილო-დასავლეთში, ატაკამის უდაბნოში, იურული წელთაღრიცხვის წითელი დელტას ნამარხში აღმოჩენილ დანალექ ქანებზე. ეს არის ყველაზე ძველი და მშრალი უდაბნო დედამიწაზე. თითქმის მარსის გეოლოგიური ანალოგი. ამ ქანებში უამრავი ყველა სახის უძველესი და თანამედროვე მიკროორგანიზმია აღმოჩენილი, თუმცა მარსის კვლევის აპარატებმა უბრალოდ ვერ შეამჩნიეს ისინი და დადეს დასკვნა, რომ "დედამიწაზე სიცოცხლე არ არსებობს." ![]() პლანეტოლოგების აზრით, ასეთი რთული სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს. ან აღჭურვილობა უფრო დახვეწონ, ან მარსის ზედაპირის ნიადაგი ჩამოიტანონ დედამიწაზე. ორივე ვარიანტი საკმაოდ რთულია როგორც ტექნიკური სამუშაოების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. NASA-მ შეისწავლა ორივე ვარიანტი და გადაწყვიტა, რომ დედამიწაზე მარსის ნიადაგის შესწავლა უფრო იაფი დაჯდება . მარსმავალის გაშვება, რომელსაც შეეძლება კონტეინერში ნიადაგის შეგროვება, დაგეგმილია 2028 წელს. ისე, ცნობისთვის, მარსზე სიცოცხლის ნიშნებს 1970-იანი წლებიდან ეძებენ. 788 4-ს მოსწონს
|