x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთი დღე ოდრი ჰეპბერნთან - ერთი ფოტოს ისტორია
image

ჟურნალისტი და მთარგმნელი ნუგზარ რუხაძე, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ში, ატლანტის ტელევიზიაში მუშაობდა, ინგლისელ მსახიობ ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას ასე იხსენებს:


ერთი დღე ოდრი ჰეპბერნთან


"გამიმართლა, რომ ერთი დღე ოდრი ჰეპბერნთან ერთად გავატარე, როცა ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. ჩემმა ტელევიზიამ დავალება მომცა, რომ სიუჟეტი გამეკეთებინა ვარსკვლავზე. უკვე ხანში იყო შესული მეტნაკლებად, თუმცა, ის სინათლე და სათნოება თვალებში მაინც შემორჩენოდა. დღე იყო სრულიად დაუვიწყარი. იმდენად თბილად მომექცა, რომ სახელითაც მომმართა - ნუგ, როგორც ტელევიზიაში მეძახდნენ. ეს ძვირფასი ფოტო შემთხვევით გადაიღი ერთმა უცნობმა ფოტოგრაფმა. იმ კეთილმა კაცმა, მოგვიანებით, სურპრიზი მომიწყო და კონვერტით მომართვა სურათი. კაცობრიობის ისტორიამ ოდრი დაიმახსოვრა როგორც ნამდვილი კლასიკა, რომელსაც ასაკი არ ეხება, თუმცა, ჩვენი შეხვედრისას, ის ძალიან გამხდარი იყო და სახეც შესამჩნევად დანაოჭებული ჰქონდა. ეს ანგელოზი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. სიტყვები არ მყოფნის მისი კაშკაშა სილამაზისა და სინაზის გადმოსაცემად, რომელიც მხოლოდ ეკრანზე მქონდა ნაგრძნობი. დაუჯერებელია, რომ ცხოვრებაში ვნხე, და ველაპარაკე კიდეც."


რუგზარ რუხაძე ლეგენდარულ მსახიობს 1992 წელს შეხვდა, კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ერთი წლის შემდეგ - 1993 წლის 20 იან­ვარს 64 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სწორი ნაწლავის კიბო გახდა.


მაყურებელმა ოდრი შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "რომაული არდადაგები"(1953), "საბრინა"(1954), "საუზმე ტიფანისთან(1961), "ჩემი მშვენიერი ლედი"(1964), "როგორ მოვიპაროთ მილიონი"(1965) და სხვა.

2
353
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
353
  
2023, 27 თებერვალი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 თებერვალი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2