x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
10 უცნაური ადამიანი მსოფლიოდან, რომელთა არსებობა რთული დასაჯერებელია
უცნაური ადამიანები


შესაძლოა, გსმენიათ უცნაურ ადამიანებზე რომლებიც მსოფლიოში მრავლად ცხოვრობენ. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ 10 ადამიანზე, რომლებიც გარეგნული ნიშნით ყველასგან განსხვავებულები არიან.


1. ჯიოტი ამგე.


ჯიოტი ამგე


ჯიოტი ამგე ინდოელი მსახიობია, რომელიც „გინესის" რეკორდების წიგნში განსაკუთრებული სიმაღლის გამო მოხვდა. გოგონას მე-18 დაბადების დღისთვის, 2011 წლის 16 დეკემბერს, ის ოფიციალურად შევიდა „გინესის" რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დაბალი ქალი მსოფლიოში. მისი სიმაღლე 62, 8 სანტიმეტრია.


2. ები და ბრიტანი.

ები და ბრიტანი

ები და ბრიტანი ჰენსელები ამერიკელი სიამის ტყუპები არიან. დებმა პპირველად ყურადღება 1996 წელს ოპა უინფირს შოუში მიიქციეს. მათ 2 გული, 2 ხერხემალი, 2 კუჭი, 4 ფილტვი, 3 თირკმელი და 1 ღვიძლი აქვთ. დებმა დიდი ტანჯვა გამოიარეს, თუმცა, საბოლოოდ მოახერხეს ცხოვრებასთან შეგუება და ახლა თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ. დაინტერესებული არიან ცურვით, ჩოგბურთითა და ბოულინგით. მართავენ ავტომობილს და საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესი აქვთ.

ები და ბრიტანი


3. ნიკ ვუიჩიჩი.

ნიკ ვუიჩიჩი

ნიკოლას ჯეიმს ვუიჩიჩი ქრისტიანობის მქადაგებელი და მოტივაციური ორატორი, რომელიც დაიბადა ტეტრა-ამელიის სინდრომით. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა, განიცდიდა მენტალურად, ემოციურად, ფიზიკურად, თუმცა საბოლოო ჯამში, შეეგუა ინვალიდობას და 17 წლის ასაკში დააარსა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია „Life Without Limbs“ („ცხოვრება კიდურების გარეშე“).

ნიკ ვუიჩიჩს აქვს მეტად იშვიათი დაავადება ტეტრა-ამელიის სინდრომის სახით, ხელები და ფეხები მას არ აქვს დაბადებიდან. ფიზიკური ნაკლულოვანების მიუხედავად, იგი ჯანმრთელი დაიბადა. ნაწილობრივ გააჩნდა ერთი ტერფი ორი შეზრდილი თითით. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელიც მიმართული იყო თითების გაყოფისაკენ, მისცა ბავშვს სიარულის, ცურაობის, სკეიტბორდზე და სერფინგის დაფაზე სრიალის, კომპიუტერთან მუშაობისა და წერის საშუალება.

2012 წლის 12 თებერვალს ნიკ ვუიჩიჩი დაქორწინდა კანაე მიიაჰარაზე და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.


ვუიჩიჩი


4. საჯად გარიბი.

საჯად გარიბი


საჯად გარიბი, იგივე „ირანელი ჰალკი" ცნობილი თავისი ფიზიკური მონაცემების გამო გახდა. ირანელი ბოდიბილდერი 188 სანტიმეტრია და 175 კილოგრამს იწონის. დაინტერესებულია, როგორც სპორტით (კრივი, ჭიდაობა) ასევე სამხედრო სამსახურში მონაწილეობით. „ირანელ ჰალკს" მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ირანულ ფილმშიც.


5. ტომ სტენიფორდი.


ტომ სტენიფორდი

ბრიტანელი ტომ სტენიფორდი ერთ-ერთია მსოფლიოში რვა ადამიანიდან, რომლებიც MDP სინდრომით იტანჯებიან. მას არ აქვს კანქვეშა ცხიმი და ვერ იმატებს წონაში. ამ იშვიათი მდგომარეობის მიზეზი ექიმებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლო რჩება. თუმცა ამ სინდრომის მიუხედავად ტომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით არის დაკავებული, 2011 წელს ის პარაოლიმპიელებს შორის ველოსიპედის ჩემპიონიც კი გახდა.


6. კიმ გუდმენი.


კიმ გუდმენი

კიმ გუდმენი ამერიკელი ქალია, რომელსაც შეუძლია, თვალები ბუდიდან 12 მილიმეტრზე ამოაგდოს. მან ეს ნიჭი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა და „გინესის" რეკორდების წიგნშიც მოხვდა.


7. ამუ ჰაჯი.

ამუ ჰაჯი

ამუ ჰაჯი მსოფლიოში ყველაზე ბინძური ადამიანია, რომელსაც უკანასკნელი 65 წლის მანძილზე არ უბანავია. 85 წლის მოხუცი ირანის პროვინცია ფარსში მდებარე სოფლის, ჯენგას მიმდებარედ ცხოვრობს. თამბაქოს ნაცვლად, ის ცხოველის განავალს ეწევა. ამუ ჰაჯი ფიქრობს, რომ ბანაობა მას ავადმყოფობას მოუტანს.

ამუ ჰაჯი


ამუ ჰაჯი


8. სუნ მინგმინგი.


image

სუნ მინგმინგი არის ჩინელი ყოფილი პროფესიონალი კალათბურთელი. ის არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროფესიონალი კალათბურთელი და გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით მისი სიმაღლე 2.36 მეტრია, ხოლო წონა - 168 კგ. 2013 წლის 4 აგვისტოს იგი დაქორწინდა ქსუ იანზე, რომლის სიმაღლე 1, 88 მეტრია. ისინი გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ არიან აღიარებული, როგორც ყველაზე მაღალი ცოცხალი დაქორწინებული წყვილი. მათი ერთობლივი სიმაღლე 4.2418 მეტრია.


9. გერკარი ბლანკო.

გერკარი ბლანკო


გერკარი ბლანკო ამერიკელი ქალია, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე თავისი წარმოუდგენლად გრძელი ენით დაიპყრო. მას შეუძლია ენით შეეხოს წარბებს, ყურებს და ალოკოს თავისი თვალები. გოგონა იმედოვნებს, რომ გინესის რეკორდების წიგნში ადგილს დაიკავებს.


10. ჯულია ნიოუსი.

ჯულია


ჯულია ნიოუსიცნობილი გახდა იმით, რომ მას სხეულის 95% ტატუთი ჰქონდა დაფარული, რითაც გინესის რეკორდი მოხსნა.


გოგონას დამოკიდებულება ტატუზე იმით გაჩნდა, რომ მას სურდა ამ გზით ბუშტუკებისგან წარმოქმნილი ნაწიბურების დაფარვა. ჯულიას კანის მდგომარეობა გამოწვეული იყო დაავადებით, რომელსაც პორფირია ჰქვია. ეს არის პიგმენტების მეტაბოლიზმის გენეტიკური აშლილობა, რომლის დროსაც დაზარალებული ადამიანის სხეულში პორფირინების შემცველობა იზრდება. ამის გამო ქალი ვერ იქნებოდა მზეზე. ამიტომ, გოგონამ ტატუების ქვეშ შეშუპების შემდეგ წარმოქმნილი ნაწიბურების დამალვა დაიწყო.


ქალბატონმა ტატუზე დახარჯა დაახლოებით 70 000 დოლარი. ჯულია გარდაიცვალა 2016 წლის აგვისტოში.


ჯულია





1
458
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
458
  
2023, 25 თებერვალი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1