x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩილელმა ქალმა ანტარქტიდის წყლებში 45 წუთი იცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა(ვიდეო)
image


ჩილელ სპორტსმენს ბარბარა ერნანდესს უწოდებენ "ყინულის ქალთევზას". ახლახან მან რეკორდი დაამყარა, ანტარქტიდის მახლობლად ცივ წყლებში 45 წუთი დაჰყო და გახდა პირველი ადამიანი, ვინც ამგვარი ნაბიჯი გარისკა.


5 თებერვალს, ჩილელი მოცურავე ბარბარა ერნანდესი გახდა მსოფლიო რეკორდსმენი. 37 წლის ქალმა 45 წუთის განმავლობაში 2.5 კილომეტრიანი დისტანცია გაცურა ანტარქტიდის ცივ წყლებში, სადაც წყლის ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსი იყო. სპორტსმენს ეცვა საცურაო კოსტუმი და ქუდი, .ეკეთა საცურაო სათვალეები და ყურის საცობები.


”ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქეა შიში და არა სხვა ადამიანები. წარუმატებლობის შიში, შიში შევრცხვე იმ ხალხის წინაშე, ვისაც ჩემი სჯერათ.”, - ამბობს ბარბარა.



ბარბარამ ცურვა დაიწყო ანტარქტიდის კუნძულ გრინვიჩის მახლობლად.

ცურვის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, სპორტსმენს დაეწყო ჰიპოთერმიის პირველი ნიშნები - მან "იგრძნო, რომ მისი ხელები უფრო მძიმდებოდა", და "გულს სიცივე იპყრობდა".

image

მიუხედავად ყველაფრისა, ქალი ჯიუტად მიცურავდა წინ და წარმატებით მივიდა ფინალურ ეტაპამდე, - ოკეანის შუაგულში ჩაშვებულ ტივტივამდე. ამის შემდეგ იგი ნავით პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა შეაფასეს მისი მდგომარეობა. იმ დროს ბარბარას სხეულის ტემპერატურა მხოლოდ 27 ° C იყო.


ბარბარამ მოახერხა მოკლე დროში გამოჯანმრთელება და ცურვის დასრულებიდან უკვე ორ საათში ის თავს კარგად გრძნობდა და შესანიშნავ ხასიათზე იყო.


ზამთრის ცურვის საერთაშორისო ასოციაციამ დაუყოვნებლივ აღიარა ბარბარას რეკორდული გაცურვა. იგი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ანტარქტიდის ყინულის წყლებში ასეთი მანძილზე გაცურა. იგი იმედოვნებს, რომ მალე ამ ფაქტის ამღნიშვნელი ჩანაწერი გაჩნდება გინესის რეკორდების წიგნში.


სხვა საკითხებთან ერთად, ბარბარეს სურს ამ ნაბიჯით ხალხის მეტი ყურადღება მიიპყროს კლიმატურ ცვლილებებთან და ოკეანის პრობლემებთან დაკავშირებით.იგი იმედოვნებს, რომ მისი რეკორდით ანტარქტიდის კლიმატურ ცვლილებების შესახებ ადამიანთა ცნობიერება გაიზრდება .


თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის (NSIDC) თანახმად, ანტარქტიდაში ზღვის ყინულის დონე ახლა ყველაზე დაბალია მასზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე.


"მეშინია, რომ ანტარქტიდის ყინული აგრძელებს დნობას. ვფიქრობ ამაზე, მათ შორის ცურვის დროსაც.ფეხები მტკიოდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი, ვიცოდი, რომ ამას მარტო საკუთარი თავისთვის კი არ ვაკეთებდი, არამედ ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გასაჯაროებისთვისაც.. იმედი მაქვს, რომ ჩემი გაცურვა ამ ამბავს ბიძგს მისცემს ”, - ამბობს ბარბარა.





1
494
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
2023, 24 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1