x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ გარბიან კატები სახლიდან სიკვდილის მოახლოების დროს?
image

ზოოფსიქოლოგები გამოყოფენ 3 ძირითად სამეცნიერო ვერსიას, თუ რატომ გარბიან სახლიდან კატები სიკვდილის მოახლოების დროს.


ბევრი ფიქრობს, რომ შინაური ცხოველები(კატები, ძაღლები) ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არ სურთ თავიანთ პატრონები დაამწუხრონ, ეს საკმაოდ გულისამაჩუყებელი თეორიაა, მაგრამ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კატებს არ გააჩნიათ ემოციური თანაგრძნობის და განცდის უნარი, ამიტომ ისინი ვერ იზრუნებენ თქვენს გრძნობებზე.


1) თვითმკურნალობის სურვილი


ავადმყოფი ან სუსტი ცხოველი იწყებს იზოლირებული ადგილის ძებნას, რათა განიკურნოს. კატებს აქვთ თვითგანკურნების ინსტიქტი, თუ დაავადება სერიოზული არ არის.


შინაური ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ქუჩაში გასვლის საშუალება, იყუჟებიან სადმე კუთხეში, სადაც არავინ მიწვდება მათ, არავინ შეაწუხებს . მაგალითად, კარადის უკან. ხოლო ის კატები, რომლებსაც გარეთ გასვლის საშუალება აქვთ, ეძებენ მოშორებით, იზოლირებულ ადგილს . მაგრამ თუ ცხოველი ბებერია, ძალიან ავადაა და დასუსტებულია, მაშინ მისი ქუჩაში სიკვდილის ალბათობა გაცილებით მეტია.


2) ველური წარსულის გენეტიკური მემკვიდრეობა – დასუსტებული კატები იმალებიან, რათა მტაცებლის მსხვერპლი არ გახდნენ. უძველესი ინსტინქტი თავს იჩენს მათ გენეტიკაში - ისინი ყველას ემალებიან, მათ შორის პატრონსაც.


3) გადაარჩინოს ოჯახი მტაცებლებისგან


არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ასევე საუკუნეებს ითვლის. კატები ტოვებენ სახლს, როცა სიკვდილის დრო მოდის, რათა საფრთხე არ შეუქმნან ოჯახის წევრებს... დროთა განმავლობაში ხომ ლეში იწყებს გახრწნას და მისი სუნი იზიდავს მტაცებლებს.

1
365
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
2023, 24 თებერვალი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1