საქართველო
"ასეთი უტიფარი არაფერი მინახავს..."- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2023, 24 თებერვალი, 10:18
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ექსპრემიერ გიორგი გახარიას სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყოფილ პრემიერ–მინისტრს "უტიფარს" უწოდებს:
"ბრავო ინგატვ პირველზე ამოწურე ლიმონივით რესპოდენტი!
ბატ. გახარია "ჩაგვიპაჭუნეთ თვალი" აბა ჰე... ვინ გიჯერებთ თორემ "აპაჭუნეთ" და იყავითსხვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ეს დათვის ტყვიების მსროლელი, ახალგაზრდებისთვის თვალების დამთხრელი და ამის გამო ივანიშვილის მიერ დაწინაურებული პრემიერად, ასეთი უტიფარი არაფერი მინახავს, თვალს არ ახამხამებს გახარია ისე იხსნის ყველაფერზე პასუხისმგებლობას, თვალს მხოლოდ ხალხს "უპაჭუნებს", ეს ის გახარიაა საკუთარ შარდს რომ ვერ ანდობდა "აქოურ" ექსპერტიზას, ესენი მხოლოდ სააკაშვილისთვის იმეტებენ სამხარაულის ექსპერტიზას და მხოლოდ მაშინ ენდობიან, საკუთარ შარდს არ ანდობენ . მოკლედ ასეა - "შარდი იქა ფქვილი აქა.
გახარიამ: თვალები რომ დაგთხარეთ მაგაზე არაფერი მკითხოთო, "წარსულზე არ გვინდაო"
ბურჯანაძემ :საქართველო რომ პუტინთან დავაბეზღე და გორს და მძინარე ცხინვალს (აკრძალული იარაღი გამოიყენა -სააკაშვილმაო ) ვბომბავდითო, ეს რომ დავაბრალე ამაზე არაფერი მკითხოთო
ვაახ .... საერთოდ არაფერს- აღარაფერს გეკითხებათ კაცო ხალხი, რით ვერ გაიგეთ, აღარავინ მოიძებნება ამ ქვეყანაში ვინც რაიმეს დაგეკითხებათ -არ არსებობს !
აი, მოგეკითხებათ კი!
ხალხი რომ რაიმეს "დაგეკითხებათ" ამის იმედი არ გქონდეთ!
რა ხდება რუსულ გემბანზე?!ადგილი ხომ დარჩა აქოური "სიმონიანებისთვის"?!არაფერი ვკითხოთ ისე "გოუშვათ" ეს უტიფარი ცრუპენტელები!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.