x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 მეტრიანი მეგობარი: პატარა ბიჭისა და პითონის მეგობრობის კადრებად მოყოლილი საოცარი ისტორია

image


მცირეწლოვანი ბავშვები უფროსებისგან განსხვავებით სამყაროს სულ სხვანაირად აღიქვამენ. მათ არ იციან შიშისა და ეჭვის მნიშვნელობა, შეუძლიათ მთელი გულით გაიხარონ და გაოცება გამოხატონ ყველაფერი იმის მიმართ, რაც მათ გარშემო ხდება. როგორც წესი, ისინი ავლენენ საოცარი მიჯაჭვულობისა და დიდი სიყვარულის გრძნობას შინაური ცხოველების მიმართ, რომლებიც ყოველთვის არც იმდენად საყვარლები და ფუმფულები არიან როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ერთხელ, კამბოჯის ერთ ჩვეულებრივ სახლში უზარმაზარი პითონი შეიჭრა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში დარჩა.


image


ძნელი დასაჯერებელია, თუმცა 3 თვის ბიჭუნა უორნისთვის ეს ამბავი რეალობად იქცა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ კამბოჯაში გველები ადგილობრივ მოსახლეობაში დიდ შიშსა და გაოცებას არ იწვევენ. ამ ქვეყანაში ყველაზე საშიში შხამიანი გველების 12 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 4 მეტრიანი სამეფო კობრებიც.


image


ამიტომ საბავშვო ოთახში პითონთან პირველ შეხვედრას ოჯახის უფროსი დიდად არ შეუშინებია, სხვათა შორის, ქვეწარმავალი მან მაშინვე ვერც კი შენიშნა. პითონი ბიჭუნას ლეიბის ქვეშ შეძვრა, და იქ კომფორტულად განთავსდა, ​​ბავშვისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. უსაფრთხოების მიზნით, მეორე დღეს მამამ გველი სახლიდან შორს წაიყვანა, და თქვენ წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ პითონი მათ სახლში კვლავ უკან დაბრუნდა. ასე მოხდა რამდენჯერმე, საბოლოოდ, ბიჭი პითონს დაუმეგობრდა. აღელვებული მამა არაერთხელ შეესწრო თუ როგორი სიყვარულით ეფერებოდა პატარა გიგანტურ გველს. ამასთან, პითონი ბავშვს არანაირ ზიანს არ აყენებდა, პირიქით, თითქოს ის მას იცავდა კიდეც. დროთა განმავლობაში მამა უცნაურ სტუმარს შეეჩვია და მისი სახლიდან გაყვანაც შეწყვიტა, გადაწყვიტა რა რომ შინაური ცხოველი საბოლოოდ ოჯახში დაეტოვებინა.


image


უზარმაზარ პითონს "ჩამრეუნი" დაარქვეს და ის ბიჭის საუკეთესო მეგობარი გახდა. ბავშვი და გველი ერთად იზრდებოდნენ, და მათი ერთობლივი კადრების ნახვისას ალბათ შეამჩნევდით თუ როგორ არხეინად ატარებდნენ ისინი ერთად დროს. თავდაპირველად, მეგობრის ოჯახში მოხვედრისას პითონი პატარა იყო, წლების განმავლობაში კი ჩამრეუნი 100 კგ-მდე გაიზარდა და მისმა სიგრძემ 5 მეტრი შეადგინა. ამავდროულად, მისი მეგობრობა ბიჭთან წლიდან წლამდე სულ უფრო ძლიერდებოდა.


image


პითონი ბავშვს მასზე ზემოდან დაწოლის, მოფერებისა და რგოლებად დახვევის უფლებასაც კი აძლევდა. წლების განმავლობაში უცნაური მეგობარი ბავშვისთვის ყველაზე ახლობელი გახდა, მაგრამ ერთ დღესაც ამბავმა მედიაში გაჟონა. ხალხის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. მათ ბავშვის მამა გაკიცხეს და დაუდევრობაში დაადანაშაულეს. ცხარე დებატებმა ამ ინფორმაციის რეიტინგი საგრძნობლად გაზარდა, რის შემდეგაც უორნის სახლი მუზეუმად იქცა. ტურისტებმა მთელი მსოფლიოდან პატარა ბიჭუნას ოჯახში სიარული დაიწყეს, რათა მათი უჩვეულო მეგობრობა საკუთარი თვალით ენახათ.


image


რა თქმა უნდა, ბიჭის ღარიბი ოჯახი ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე იყო, რადგან გიგანტური პითონის სანახავად ჩასული ტურისტებისგან ისინი კარგ შემოსავალს იღებდნენ, ხოლო ბიჭუნას თავის ერთგულ მეგობართან ერთად გადაღებული ბევრი საოცარი კადრები გაუჩნდა, თუმცა პითონს მისი პერსონის მიმართ ასეთი გაზრდილი ყურადღება და ფოტოაპარატების ციმციმი დიდად არ ხიბლავდა. ალბათ, სწორედ ამან მოახდინა ჩამრეუნის პროვოცირება 2012 წელს, როდესაც ახალგაზრდა უორნი საუკეთესო მეგობრის მიერ დაკბენის შემდეგ საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მას რამდენიმე დღის გატარებაც კი მოუწია, ხოლო სახლში დაბრუნებულმა მან თავისი პითონი ვეღარ იპოვა.


image


მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის უსაფრთხოება უმთავრესი იყო, ამიტომ გველი ველური ბუნების ცენტრს გადასცეს. პითონის ტყეში დაბრუნება ზედმეტი სისასტიკე იქნებოდა, რადგან ჩამრეუნი ველურ ბუნებას ვეღარ მოერგებოდა. ამის შემდეგ ტურისტებმა ბიჭის ოჯახში სიარული შეწყვიტეს, ხოლო გაზრდილი უორნი თანდათან მეგობრის გარეშე ცხოვრებასაც მიეჩვია. ის სკოლაში წავიდა, ნამდვილი მეგობრები შეიძინა და ახლა იცის, რომ მასა და მის მეგობარს უკვე არაფერი ემუქრება. ბიჭუნას მხოლოდ ჩამრეუნთან გადაღებული უამრავი ფოტოღა შემორჩა, რომლებზეც თვალის ყოველი გადავლებისას მას სახეზე უნებური სევდიანი ღიმილი იპყრობს.


0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
297