x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ეჭვიანობა, ძალადობა, სილურჯეები... ჰოლივუდის ცნობილი წყვილები, რომელთა ურთიერთობაც ყველას იდეალური ეგონა

image
სხვების თვალში კარგად გამოჩენისკენ ბევრი მიისწრაფვის და ცნობილი სახეებიც არ არიან გამონაკლისები. ამ წყვილების ურთიერთობას ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს და ისინი იდეალურები, მისაბაძები ჩანდნენ, სანამ ბოლოს და ბოლოს სიმართლე არ გაირკვა:

1. მერილინ მონრო და ჯო დიმაჯო

მერილინ მონროს სიცოცხლეში ბევრი რომანი ჰქონდა, გამუდმებით ეძებდა სიყვარულს, მაგრამ ამ საკითხში ძალიან უიღბლო იყო. მსახიობის გულშემატკივრებმა, ბედნიერი ქალის დანახვისას, ვერც კი გაიგეს რა ხდებოდა მის სულში სინამდვილეში. მთავარი მაგალითია მისი ურთიერთობა ჯო დიმაჯოსთან. მათი რომანი 1952 წელს დაიწყო. ნიუ-იორკ იანკის ლეგენდარულმა მოთამაშემ დაასრულა თავისი ბრწყინვალე სპორტული კარიერა, მერლინ მონრო კი გაზეთებისა და გულშემატკივრების ფავორიტი იყო. მხოლოდ ერთი ასეთი ფოტო ნახა გაზეთში ჯომ. მას მაშინვე მოეწონა მონრო და ნაცნობებს დაუკავშირდა, რათა მათთვის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებოდნენ. მონრო სკეპტიკურად უყურებდა ბრმა პაემანზე წასვლის შემოთავაზებას. მსახიობი თვლიდა რომ პომპეზურ ნიუ-იორკელ სპორტსმენს მხოლოდ მისი ნახვა სურდა. თუმცა, არ მოელოდა რომ ჯო პაემანზე თავმდაბალი და თბილი იქნებოდა.image
მონრო ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ მას არასოდეს შეხვედრია მასზე უფრო სასიამოვნო ადამიანი. მალე ქორწინებაზეც დაიწყეს ფიქრი, მერილინს ძალიან უნდოდა, რომ დედა გამხდარიყო.image

წყვილი დაქორწინდა 1954 წლის 14 იანვარს სან-ფრანცისკოს მერიაში. მათ უბრალოდ ხელი მოაწერეს. სპონტანური ქორწილის შემდეგ ჯო სამუშაოდ იაპონიაში უნდა წასულიყო და ახალდაქორწინებულები იქ ერთად წავიდნენ. იქ გაატარეს თაფლობის თვე.

დიმარჯო თავდაპირველად დუმდა იმის შესახებ, თუ როგორ აღიზიანებდა მათი წყვილის მიმართ გაზრდილი ყურადღება. აზიაში მოგზაურობით ეგონა, რომ ყურადღებისგან და ურნალისტებისგან დაისვენებდნენ, მაგრამ მიხვდა, თუ რამდენად არასწორი იყო. რეპორტიორები მათ მთელი გზა სასტუმრომდე მიჰყვებოდნენ და მაშინაც კი, როცა წყვილი ოთახში შედიოდა, გარეთ თაყვანისმცემლების ბრბო ელოდათ.image
ისედაც არასტაბილური ურთიერთობა საბოლოოდ გაუარესდა, როდესაც მსახიობმა მუშაობა დაიწყო ბილი უაილდერის ფილმში “შვიდი წლის თავზე". ამ ფილმს აქვს იგივე ლეგენდარული სცენა, სადაც მონრო თეთრ ღია კაბაში დგას მეტროს ვენტილაციის თავზედა იცინის, როდესაც ჰაერი კაბას უფრიალებს. გადაწყდა სცენის გადაღება ნიუ-იორკში დილის პირველ საათზე. სცენის გადაღებას გარეთ უამრავი ხალხი ესწრებოდა, მათშორის იყო მონროს ქმარიც.image
ბუნებით ეჭვიანმა დიმაჯობ ცოლის მიმართ ყურადღება ვერ აიტანა, გადასაღები მოედანი დატოვა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. განქორწინება კი უკვე თავად მერილინმა სთხოვა ქორწინებიდან 9 თვის შემდეგ. განაცხადში კი ემოციური ძალადობა ჰქონდა მითითებული.

დიმაჯომ მსახიობის სიყვარული განქორწინების შემდეგაც განაგრძო, თუმცა ეს უფრო აკვიატებას ჰგავდა. ცნობილია, რომ მან მასზე თვალთვალიც კი მოაწყო. 1962 წლის აგვისტოში, მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან მას კვლავ დაქორწინება შესთავაზა. სწორედ მან აიღო დაკრძალვის მთელი ორგანიზება და უზრუნველყო რომ ყველაფერი დახურული ყოფილიყო.image

2. ემა რობერტსი და ევან პიტერსი

ემა რობერტსი და ევან პიტერსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ახალგაზრდა წყვილი და ა“მერიკული საშინელებათა ისტორიის "ნამდვილი სიმბოლოები იყვნენ. მათი ურთიერთობა საქანელას ჰგავდა: ხან ყველაფერი იდეალურად იყო, ხან კი სრულიად ცუდად. ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს და ისევ შერიგდნენ, საბოლოოდ ნიშნობაც გამოაცხადეს. წყვილის თაყვანისმცემლებს სჯეროდათ, რომ მათი საყვარელი ვარსკვლავები ერთად იქნებოდნენ და უგულებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ეს რომანი ტოქსიკური იყო, ახალგაზრდებს შორის კი ძალიან არაჯანსაღი ატმოსფერო.image
წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო და ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.

ემა და ევანის წყვილი ძალიან ემოციური იყო და ისინი პერიოდულად აჩვენებდნენ თავიანთ გრძნობებს საზოგადოებაში. და არა ყოველთვის კარგი გზით. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მათთან ერთსა და იმავე ადგილას მუშაობა უბრალოდ შეუძლებელი იყო: ყველას თვალწინ ან მუდმივად ჩხუბობდნენ, ან ერთმანეთს ურიგდებოდნენ და კოცნიდნენ. ერთ-ერთი ამგვარი კამათის დროს პოლიციასაც კი მოუწია ჩარევა.

2013 წლის ზაფხულში წყვილის სასტუმროს ნომერი განსაკუთრებით ხმაურიანი იყო. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და როცა სამართალდამცავები მივიდნენ, არცთუ სასიამოვნო და უცნაური სურათი დახვდათ. ევანი ოთახში იჯდა, ცხვირი გატეხილი ჰქონდა, სხეულზე ნაკბენები ეტყობოდა, ემას ცრემლები მოსდიოდა. მსახიობი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ გაათავისუფლეს, რადგან ბიჭმა უარი თქვა მის წინააღმდეგ ბრალი წაეყენებინა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ევანი პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ემას ეხუტება და ანუგეშებს.image

ვინ იცის, რა მოხდა დახურულ კარს მიღმა, მაგრამ წყვილი არათუ არ დაშორდა, ნიშნობაც კი გამოაცხადა. 2014 წლის დასაწყისში ევანმა ემას ხელი სთხოვა და ზაფხულში აპირებდნენ დაქორწინებას.

გავიდა ერთი წელი და 2015 წლის ზაფხულში მსახიობები ერთმანეთს დაშორდნენ. რობერტსმა თითიდან ბეჭდის მოხსნით ყველას აჩვენა, რომ თავისუფალი იყო. რამდენიმე თვეზე ნაკლებ დროში ემამ და ევანმა კვლავ დაიწყეს საზოგადოებაში ერთად გამოჩენა. აღმოჩნდა, რომ ისინი ისევ შერიგდნენ. მაგრამ 2016 წლის მაისში შეყვარებულები კვლავ დაიშალნენ, შემდეგ კი ისევ დაიწყეს შეხვედრა და ისევ დაინიშნენ.image
ხალხი ფიქრობდა, რომ მათ ურთიერტობაში როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა, მაგრამ 2017 წლის ოქტომბერში ატყდა სკანდალი: მედია წერდა, რომ ემამ დაანგრია ათი წლის წყვილი რეიჩელ ბილსონის და ჰეიდენ კრისტენსენის. რეიჩელმა თავისი მეგობრის ტელეფონში ემასთან ძალიან პიკანტური მიმოწერა იპოვა. მსახიობმა ასეთი რამ არ მოითმინა და ხანგრძლივი ურთიერთობა გაწყვიტა. ევანს კომენტარი არ გაუკეთებია საცოლის გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ და ისინი კვლავ განაგრძობდნენ შეხვედრას. 2019 წელს წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს.

3. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი იყვნენ. ერთმანეთი “მისტერ და მისის სმიტები"-ს გადაღებების დროს გაიცნეს, როცა პიტს ჯენიფერ ენისტონთან ჰქონდა ურთიერთობა.

ანჯელინა ჯოლის ჰოლივუდში არ ჰქონია ყველაზე კარგი რეპუტაცია, გადაღებებზე კოლეგებთან სასიყვარულო ურთიერთობების გამო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის 5 წლიანი ქორწინების დანგრევა ანჯელინას მიაწერეს და როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე უსაფუძვლოდ.image

მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა რომანს ჯოლისთან, მათ ურთიერთობა უკვე 2006 წელს დაადასტურეს, როდესაც ანჯელინამ ორსულობის შესახებ გამოაცხადა.

გარდა ამისა, მას უკვე ჰყავდა ორი აყვანილი შვილი მედოქსი და ზაჰარა. მათი ბიოლოგიური ქალიშვილის, შაილოს დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, წყვილმა იშვილა ბიჭი, პაქსი. 2008 წელს კი წყვილს ტყუპები ნოქსი და ვივიენი შეეძინათ.image

შემდეგ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტი ღალატობდა თავის ოსკაროსან მეუღლეს. 2007 წელს კანის კინოფესტივალზე ბრედმა გაიცნო მოდელი ანა სუდანიდან. ჟურნალისტებმა ისინი ერთადაც დააფიქსირეს.

2014 წელს წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ქორწილი დახურული იყო, მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის. ღონისძიება საფრანგეთში გადაწყდა. ბრანჯელინას ქორწილის შემდეგ, თაყვანისმცემლებმა შვებით ამოისუნთქეს, ეგონათ, რომ ქორწინების შემდეგ ერთმანეთს აღარ დაშორდებოდნენ.

ჯოლი ასევე მუდმივად აწყობდა სკანდალებს ეჭვიანობის ნიადაგზე. მან ქმარს აჩვენა იმ ქალების სია, რომლებთანაც ურთიერთობა აუკრძალა. მასში შედიოდნენ ტეილორ შილინგი და სარა პოლსონი, ასევე ლედი გაგა. ჯოლიმ ძიძაც დაითხოვა სამსახურიდან პიტთან თითქოს ფლირტის გამო. შემდეგ ქსელში გაჩნდა ჭორები, რომ პიტს ჰქონდა რომანი თავის კოლეგასთან ფილმში "მოკავშირეები" მარიონ კოტიართან. ძნელი წარმოსადგენია, რა სკანდალი მოაწყო მისმა მეუღლემ სახლში. ქორწინება დანგრევის პირას იყო. შემდეგ კი ჯოლის გაუჩნდა ფილმის გადაღების იდეა.image
ანჯელინა ფილმ "ლაჟვარდოვან სანაპიროში"-რეჟისორის როლს ასრულებდა. ეს არის ნელი, გრძელი დრამა, რომელიც მოგვითხრობს წყვილის შესახებ მათი გრძნობების დასასრულს. ფილმში მთავარ როლებს ჯოილი და პიტი ასრულებდნენ. მსახიობმა ბოლომდე უარყო, რომ მათ ოჯახში არსებულ კრიზისსა და სცენარს შორის რაიმე კავშირი არსებობდა. შემდეგ ინსაიდერებმა თქვეს, რომ ჯოლის ამგვარად სურდა ქორწინების გადარცენა, ფილმის თერაპიად გამოყენება, მაგრამ ამანაც ვერ უშველა, მეტიც, ფილმმა კრიტიკოსების მოწონება ვერ დაიმსახურა.

განქორწინების შესახებ ჭორები კვლავ გავრცელდა. პიტი ცდილობდა დადებითი კომენტარების გაკეთებას, მაგრამ ამან არ უშველა. წყვილი დაშორდა, მსახიობმა განქორწინება მოითხოვა. უცნაურია, მაგრამ პიტმა არაფერი იცოდა ცოლის განქორწინების განზრახვის შესახებ. ბავშვებთან ერთად ოჯახურ მოგზაურობას ამზადებდა, თუმცა თვითმფრინავში ადვოკატთან მოუწია ჯდომა და განქორწინების დეტალების განხილვა.

თავის განცხადებაში ჯოლიმ ქმარს უპასუხისმგებლო მამა უწოდა და ექვსივე შვილის სრული მეურვეობა მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც ბრანჯელინას განქორწინების ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ინსაიდერული შეტყობინებები გამოჩნდა. სხვათა შორის, წერდნენ, რომ პიტმა ნასვამ მდგომარეობაში ასწია ხელი ჯოლი მედოქსზე, პირველ შვილზე და სავარაუდოდ ეს იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც მან განქორწინება გადაწყვიტა. თუმცა, ეს ინციდენტი გამოიძია ხელისუფლებამ და პიტის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოიხსნა. ოფიციალურად ისინი 2019 წელს განქორწინდნენ, თუმცა ბავშვებზე მეურვეობის შესახებ სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.




0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0