x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
საბილიარდოში თამაშის ორჯერ წაგების გამო მოკლეს 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა (ვიდეო)
image

შეიარაღებულმა წყვილმა ბრაზილიაში, ზედიზედ ორი თამაშის წაგების შემდეგ, თოფითა და პისტოლეტებით შეიარაღებულებმა მოკლეს შვიდი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა.


სამშაბათს სინოპ-სიტში (შტატი მატუ-გროსუ)საზარელი ამბავში მოხდა საბილიარდოში, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა მოძალადემ იარაღიც მუქარით უბრძანა თავის მძევლებს, კედელთან ჩამწკრივებულიყვნენ, ხოლო მისმა თანამზრახველმა იქვე მდგარ პიკაპიდან გადმოიღო სავარაუდოდ გლუვლულიანი თოფი.


იგი რამდენიმე წუთის შემდეგ, ბრუნდება დარბაზში და წყვილი იწყებს მძევლების მიმართულებით ტყვიების სროლას, რითაც მათ ფაქტობრივად გაქცევის შანსი არ დაუტოვეს.



პოლიციამ განაცხადა, რომ მკვლელები უკვე იდენტიფიცირებულნი არიან, ეს არის ედგარ რიკარდო დე ოლივეირა, 30 წლის და ეზიკიას სოუზა რიბეირო, 27 წლის.(ფოტოზე)ისინი ტრაგედიის ადგილიდან ადგილიდან მიიმალნენ და ამჟამად გაქცეულები არიან.

image

პოლიციის წარმომადგენელმა ბრაულიო ჯუნკეირამ განაცხადა, რომ გამომძიებლები აგროვებენ მტკიცებულებებს და ეძებენ ცივსისხლიან მკვლელებს. მან განმარტა, რომ ოლივეირამ სამშაბათს დილით ერთ-ერთ მსხვერპლს ეთამაშებოდა, რა დროსაც წააგო 4 ათასი რეალი (2 000 ლარი ქართულ ფულზე)


შუადღისას ის ეზეკიასთან ერთად დაბრუნდა და მეორედ ეთამაშა იმავე კაცს, მაგრამ ისევ წააგო, რაზეც იქ დამწრეებს სიცილი აუტყდათ, დამცირების და წაგებულის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ დაბოღმილმა წყვილმა თითქმის ყველა დამსწრე მოკლა.

image

6 ადამიანი ადგილზე მოკლეს, მათ შორის 12 წლის ლარისა ფლასაო ალმეიდა( ფოტოზე), ხოლო მე-7 მსხვერპლი 47 წლის ელიზეუ სანტოსი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0