x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს

ბევრმა არ იცის, რომ გიზის პლატოზე, 3 ცნობილი პირამიდების გარდა, 2 მომცრო პირამიდაც არის, რომლისგანაც მხოლოდ საძირკველიღა არის დარჩენილი. ერთ–ერთი მათგანი — ზავიეთ ელ-არიანის პირამიდაა.


image


ის ე. წ. დაუმთავრებელი პირამიდაა და გიზის პირამიდების ჩრდ–აღმ–ით, თითქმის, 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რაც შეეხება მეორე პატარა პირამიდას, ის ფენოვანი პირამიდის სახელით არის ცნობილი და მის შორი–ახლოს მდებარეობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დაუმთავრებელი პირამიდებია. მაგრამ, ბევრი თეორეტიკოსის აზრით, პირამიდები დაუმთავრებელი კი არა, დანგრეულია და შეიძლება ითქვას, რომ ამ უძველესი ნანგრევების წარმოშობა, დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება.


imageზავიეთ ელ-არიანის დაუმთავრებელი პირამიდა


1900 წ. იტალიელმა არქეოლოგმა ალესანდრო ბარსანტიმ პირამიდის ნაშთები აღმოაჩინა და 1904 წ. გათხრები დაიწყო. მისი პირველი მოხსენება ფრანგულ ენაზეა და მასში იქ აღმოჩენილი, მიწისქვეშა გვირაბები, კამერები და უცნაური მრგვალი აბაზანაა აღწერილი, რომელიც შენახვის მიზნით, დალუქული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსანტი გაოცებული იყო სიღრმეში ჩამავალი ქვის ჭის და ქვემოთ გაშლილი დარბაზის შენების და მოწყობის დიდებული ხარისხით, ამ ძეგლით, იმ დროს, აღარავინ დაინტერესებულა. ალბათ იმიტომ, რომ მისგან მხოლოდ საძირკველიღა იყო დარჩენილი.


imageზავიეთ ელ-არიანი


1964 წლიდან კი, ის აკრძალულ ზონაშია და მასში გათხრების წარმოება აკრძალულია. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ პირამიდა ადგილობრივი კირქვით არის აშენებული. ხოლო, საძირკვლის სიგრძე, დაახლოებით, 200 მ–ია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის, თავის დროზე, ისეთივე მაღალი უნდა ყოფილიყო, როგორც გიზის დიდი პირამიდები. ხოლო, პირამიდის სიღრმეში, არაერთი გვირაბია, რომელიც კამერებით სრულდება.


imageპირამიდის ქვეშ არსებული გვირაბები და კამერები


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ პირამიდის სტრუქტურა და შიდა არქიტექტურა, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნაგებობა, დედამიწის და კოსმოსის ენერგიის შესაგროვებელი, ტექნიკური იარაღი იყო და ამ ენერგიას, შემდეგში, სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდნენ.

ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობდნენ პირამიდები და ჰქონდა თუ არა, ამ პირამიდებს კავშირი ატლანტებთან. რაც შეეხება მშენებლობის თარიღს, ბევრი მეცნიერი თვლის რომ, ისევე როგორც გიზის 3 პირამიდა და სფინქსი, ეს პირამიდებიც ატლანტების ეპოქაშია აშენებული.



imageზავიეთ ელ-არიანი, დერეფანი და კიბე


როდესაც დედამიწაზე მომხდარი კატაკლიზმის შედეგად, ატლანტიდა გაქრა, ეგვიპტეში არსებული ნაგებობების დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა... ხოლო, ათასწლეულების შემდეგ, ამ ტერიტორიებზე ეგვიპტელები დასახლდნენ და ყველაფერი, რაც იქ აღმოაჩინეს, საკუთარი საზოგადოების წიაღში ჩართეს და გაითავისეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?

* იაპონიის სანაპიროზე ზღვამ ამოუცნობი ობიექტი გამორიყა

* 12 000 წლის თავის ქალაში ჩამონტაჟებული მიკროსქემა აღმოაჩინეს

* ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში

* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის

* 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს)

* 15 რეტრო ფოტო, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო



1
1575
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1575
  
2023, 24 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1