x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
„დეეე... მშობლებო, აღმზრდელებო, გვაპატიეთ... უბრალოდ გვაპატიეთ" - სოციალური ქსელის მომხმარებელი ლუკა შონია ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ლუკა შონია


„ფეისბუქ"-ის მომხმარებელი ლუკა შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს და უსამართლობას ხომ ვაწყდებით და ცალკეული შემთხვევები ხომ გვიწვრილებს გულს, მაგრამ დიდი ხანია, ესე არ შემკუმშვია გული ერთი კადრის დანახვით.


თითქოს ჩვეული ფოტოა, მაგრამ ერთ წამში გაჩერდა და ამავდროულად ჩაეტია ყველა ფიქრი და სევდა. ზოგადსაკაცობრიო თუ ზოგადქართული ვინ იცის..?!
ფაქტია, რომ ბევრად უფრო ღრმადსაძიებოა, ვიდრე ჩვენ ვეძიებთ...



ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60-დან ზევით... არ ვიცი, ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის... დედებს და ქალებს, რომლებიც სამუშაოდ გამოვიდნენ, მთელი დღე იდგებიან გარეთ, ღამით კი სახლის საქმეებს დაუბრჯნდებიან - „დიასახლისები"- ამ სიტყვის გადაქართულებული დამახინჯებული ვერსიით...


არც არავის მივმართავ და არც არავის ვსაყვედურობ პირადად, მხოლოდ ერთი მიზნით ვიწერები...


დეეე... მშობლებო, აღმზრდელებო, გვაპატიეთ... უბრალოდ გვაპატიეთ- ერთმანეთის ჭამასა და ხოცვაში ვერც კი ვამჩნევთ მთავარს... ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ თქვენ მშვიდად გეძინოთ, სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი...


გვაპატიეთ..." - წერს ლუკა შონია.


ლუკა შონია


3
498
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
498
  
2023, 24 თებერვალი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3