x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რატომ არ ემართებათ კლიმაქსი იაპონელ ქალებს?
image


მოდით, აქედანვე განვმარტოთ, რომ რა თქმა უნდა იაპონელ ქალებსაც უდგებათ კლიმაქსის პერიოდი: თუმცა, ის ბევრად უფრო მსუბუქად, შეუმჩნეველად მიმდინაროებს და სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით გაცილებით გვიან ეწყებათ.


ქალების უმეტესობას მენოპაუზა 45 წლის შემდეგ ეწყებათ.ხოლო იაპონიაში მთელი დანარჩენი სამყაროსგან განსხვავებით, ეს მაჩვენებელი განსხვავებულია: აქ ქალები ჰორმონალურ ცვლილებებს მხოლოდ 55 წლის შემდეგ განიცდიან. და ხშირად უფრო მოგვიანებითაც!


გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, იაპონელ ქალებს არ აწუხებთ მენოპაუზის ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორც სხვა ქვეყნის ქალებს ემართებათ. მათ თითქმის არ აღენიშნებათ «წამოხურება» (სიცხის უცაბედი შეგრძნება), ცვლილებები სასქესო ორგანოების მიკროფლორაში და მენოპაუზის დაწყების სხვა ნიშნები.



კიდევ რა შეგვიძლია ვთქვათ: ზოგადად, იაპონელი ქალები არ ბერდებიან ისე სწრაფად, როგორც სხვა ერების წარმომადგენლები და რეალურ ასაკზე მინიმუმ 10-15 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მეცნიერები ამას ადგილობრივი ქალების კვების ჩვევებს - და ფიზიკური დატვირთვის კულტურას უკავშირებენ.



რაციონში ბევრი სოიო



სოიო არის ძლიერი ფიტოესტროგენი, რომელიც დადებითად მოქმედებს ქალის ჰორმონებზე. ეს ინგრედიენტი ხელს უშლის დაბერებას და ხელს უწყობს წონის კონტროლს.


იოდი



იოდის ნაკლებობა გავლენას ახდენს ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირებაზე და ემუქრება კიდეც ნაადრევი მენოპაუზის დაწყებას. თუმცა, იაპონიაში იოდის მოხმარება უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიური რაციონში შედის წყალმცენარეები - იოდის შემცველობის რეკორდული მაჩვენებელით.


ტანვარჯიში მაკო-ჰო( Makko-Ho )



ბევრი იაპონელი ქალი დღეს იწყებს მაკო-hოს ტანვარჯიშის კომპლექსით. იგი შედგება მხოლოდ 4 ვარჯიშისგან - მაგრამ მყისიერად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმში არსებულ ყველა მეტაბოლურ პროცესს.

3
765
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
765
  
2023, 24 თებერვალი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3