x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე დღეგრძელი პრეზიდენტი აშშ-ს იტორიაში ჯიმი კარტერი სიკვდილს სახლში დაელოდება
image

ის დაიღალა კიბოსთან ბრძოლით და დარჩენილ დღეებს ოჯახთან ერთად გაატარებს.


Carter Center-მა საკმაოდ სევდიანი ოფიციალური განცხადება გაავრცელა.


„ ჰოსპიტალიზაციის ხანმოკლე სერიების შემდეგ, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დღეს გადაწყვიტა დარჩენილი დრო სახლში ოჯახთან ერთად გაატაროს და დამატებითი სამედიცინო ჩარევის ნაცვლად ჰოსპისის დახმარება მიიღოს. მას ოჯახის და სამედიცინო პერსონალის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. კარტერის ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობას ამ დროის განმავლობაში და მადლიერია იმ ზრუნვისთვის, რომელიც მისმა მრავალი თაყვანისმცემლმა გამოხატა. ”



ჰოსპისის დახმარება ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ექვს თვეზე ნაკლები სიცოცხლე აქვთ დარჩენილი.


2015 წელს ექსპრეზიდენტს კანის ავთვისებიანი სიმსივნე მელანომა დაუდგინეს. კიბომ მეტასტაზები ღვიძლსა და ტვინში გაიდგა. ოპერაციიდან ოთხი თვის შემდეგ ჯიმი კარტერმა გამოაცხადა, რომ განიკურნა კიბოსგან. მაგრამ მელანომა სახიფათოა. ის დაბრუნდა…


დემოკრატი კარტერი იყო რიგით 39-ე თეთრი სახლის გამგებელი 1977-1981 წლებში. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ის რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან დამარცხდა.


1979 წლის 18 ივნისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ორი დიდი ბირთვული სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების მეთაურებმა, ლეონიდ ბრეჟნევმა და ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვის შესახებ (SALT-). 2). ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა და საბჭოთა ლიდერმა მოულოდნელად ერთმანეთს აკოცეს. ეს კოცნა ისტორიაში შევიდა.

image

სამწუხაროდ, საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ, ურთიერთობები სსრკ-სა და აშშ-ს შორის მკვეთრად გაუარესდა. კარტერის მეთაურობით ქვეყნებმა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადას ბოიკოტიც კი გამოუცხადეს.


ჯიმი კარტერი ყველაზე დღეგრძელი პრეზიდენტი აღმოჩნდა აშშ-ს ისტორიაში იგი ამჟამად 98 წლისაა(დაიბადა 1924 წლის 1 ოქტომბერს)

image

1
591
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
591
  
2023, 25 თებერვალი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1