x
image
თუთიკო ბერძენა
ვის ეკუთვნის საბჭოთა ტელეგადაცემა "ილუზიონის" ლეგენდარული მუსიკა?
image

იყო საბჭოთა საქართველოს ტელესივრცის ლეგენდარული გადაცემა " ილუზიონი, რომელიც ოთარ სეფიაშვილს მიჰყავდა.


ეს გადაცემა გარკვეულ ასპექტში მართლაც იყო პატარა სხივი საბჭოთა კავშირის მიღმა "შეუცნობი კაპიტალისტური სამყაროდან". შაბათობით იწყებოდა საღამოს 11 საათზე...


35 წლის წინაც და დღესაც ბევრს აინტერესებს, თუ რა მუსიკა იყო გამოყენებული ილუზიონის ლამაზ შესავალში. საკმაოდ შთამბეჭდავი და დრამატული მუსიკა.



"ციფრულ საუკუნეში" შეიძლება დაადგინო, რომ ეს მუსიკა ეკუთვნის სომხური წარმოშობის ფრანგ კომპოზიტორს ჟორჟ გარვარენცს, რომელიც ხშირად წერდა მუსიკას შარლ აზნაურისთვის.


მან იგი შექმნა 1965 წელს გადაღებული ფრანგო–იტალიურ–გერმანული ფილმისათვის "ცის ქუხილი" – Le Tonnerre De Dieu.


ეს ის პერიოდი იყო კინემატოგრაფის ისტორიაში, როცა ფილმს სული ჰქონდა და არა მარტო სხეული.


ფილმში მთავარ როლებს სამი ლეგენდა – ჟან გაბენი, რობერ ოსეინი და მიშელ მერსიე ასრულებდნენ.


მასვე ეკუთვნის სიმღერა Une Vie D’Amour, რომელიც შარლ აზნავურთან ერთად შექმნა. სიმღერას 3 ვარიანტი აქვს და ერთი-ერთი ფილმში – "თეირან-43" ჟღერს.

image
0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0