x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუს დეპუტატს, რომელიც დასავლეთს ლანძღავდა "არატრადიციული ღირებულებების" გამო სამი ცოლი აღმოაჩნდა (ვიდეო)
image

დეპუტატ ვლადიმერ პლოტნიკოვს პერმიდან, რომელიც არატრადიციული ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩევა, აღმოჩნდა, რომ თავად ერთდროულად სამი ოჯახი ჰყავს. მათ საზღვარგარეთ რიგრიგობით სტუმრობს და ჰყავს მინიმუმ ხუთი შვილი სხვადასხვა ქალისგან.


სულ ცოტა ხნის წინ, დეპუტატმა ვლადიმირ პლოტნიკოვმა წინადადება წამაყენა ცენზურა დაწესდეს „იდეოლოგიიურ აღზრდაზე“, რათა რუსებმა არ მიბაძონ დასავლეთს და უფრო მეტად უყვარდეთ რუსეთი თავისი "ტრადიციული ღირებულებებით". თუმცა, თავად პლოტნიკოვს როგორც აღმოჩნდა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია " ოჯახური ღირებულებების დაცვა.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დროს პლოტნიკოვი "გრიალებდა" საზღვარგარეთ კურორტებზე სხვადასხვა ქალებთან ერთად, რომლებიც აღმოჩნდნენ მისი ოფიციალური ცოლები. როგორც საგამოძიებო პროექტმა «Пермь 36, 6» გაარკვია, პლოტნიკოვს სამი ცოლი ჰყავს: სვეტლანა, ანასტასია და ელენა.



სვეტლანასგან დეპუტატს ჰყავს ორი ვაჟი, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ დუბაის. პლოტნიკოვს კიდევ ორი ​​შვილი ჰყავს ანასტასიისგან და ერთი ქალიშვილი ელენასგან. ინტერვიუს დროს იგი საუბრობს კიდევ სხვა საკუთარ შვილებზე, ასე, რომ მესაძლებელია მათი რაოდენობა ხუთზე მეტი იყოს. ცოლების პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, დეპუტატი ყოველ შვებულებაზე ცოლებთან რიგრიგობით მიდის. სხვათა შორის, ფრენებს შორის სხვაობა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს .


პლოტნიკოვის ყველა ქალს უყვარს ფუფუნება. პლოტნიკოვის თითოეული ცოლი მისდევს მდიდრულ ცხოვრების წესს, ასე მაგალითად "Пермь 36, 6" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ელენეს 37 ძვირადღირებული ჩანთა აქვს, რომელთა საერთო ღირებულება 7 მილიონი რუბლია. პლოტნიკოვმა თავისი ქონებისა და ბიზნესის ნაწილი შვილებსაც გადაუფორმა.


ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია ნახეთ ვიდეოში:


0
240
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0