x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გამოდის ლეგენდარული "ემანუელის" თანამედროვე ვერსია
image

ნოემი მერლანი ითამაშებს ოდრი დივანის ფილმში "ემანუელი". პროექტი იქნება ემანუელ არსანის ამავე სახელწოდების ეროტიკული რომანის თანამედროვე რემეიკი.


რომანი "ემანუელი" გამოიცა 1959 წელს .ეს გახლავთ აშკარა ეროტიული ფანტაზიების სერია, რომელშიც მთავარ გმირს, ახალგაზრდა ფრანგ ქალს, აქვს სექსი რამდენიმე (ხშირად უცნობ) მამაკაცთან და ქალთან, ასევე მის მეუღლესთან, რომელიც წინააღმდეგი არ არის ასეთი ურთიერთობის, თხრობა მიდის პირველ პირში.


რომანი ხელმეორედ გამოიცა 1967 წელს და გახდა ბესტსელერი, ითარგმნა რამდენიმე ენაზე..მოგვიანებით გამოვიდა რომანის გაგრძელება.



1974 წელს გამოდის "ემანუელის" ეკრანიზაცია, მთავარ როლს ასრულებდა ჰოლანდიელი მსახიობი სილვია კრისტელი.(გარდაიცვალა 2012 წელს, 60 წლის ასაკში) იგი იქცა ევროპული და მსოფლიო ეროტიკული კინოს კლასიკად.პირველი ფილმის წარმატების შემდეგ, კიდევ რამდენიმე გაგრძელება გამოვიდა. ფილმი მეკობრულად შემოვიდა საბჭოთა კავშირში ვიდეოკასეტების სახით, თუ გიპოვოდნენ ამ კასეტას, შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო თქვენს წინააღმდეგ სტატიით "პორნოგრაფიის გავრცელება".


2022 წელს ისტორიული დრამის „მოვლენის“( L'événement)რეჟისორმა ოდრი დივანმა განაცხადა, რომ იწყებდა არსანის რომანის ახალ ადაპტაციას. ახალი ფილმი ორიგინალით არის შთაგონებული, თუმცა ეკრანიზაცია ზუსტი ანალოგი არ იქნება. ოდრი დივანით თქმით, მოქმედება განვითარედება ჰონგ კონგში, მდიდრულ სასტუმროში, სადაც ემანუელი მუშაობს, ხოლო თავად გმირი ჩვენი თანამედროვე გახდება. მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ნოემი მერლანი(ფოტოზე) შეასრულებს.

image

"ემანუელის" გადაღებები 2023 წლის სექტემბერში დაიწყება.

0
346
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0