x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სიკვდილამდე მისული საბედისწერო სიყვარული - მონრო და სხვები...
ეს ისტორიები არ ჰგავს კეთილი ზღაპრების სიუჟეტებს. თითოეული ამ წყვილის სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა.


მერლინ მონრო და ჯონ კენედი-ჯონ კენედი და მერილინ მონრო პირველად ერთმანეთს შეხვდნენ პიტერ ლოფორდის წვეულებაზე. ორივე იმ დროს არ იყო თავისუფალი, მაგრამ ამან მათ ხელი არ შეუშალა. მათ შორის ბობოქარი რომანი დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ხვდებოდნენ ან ძვირადღირებულ სასტუმროებში ან ნაქირავებ ბინებში. თუმცა, სენატორი სერიოზულ პოლიტიკურ კარიერაზე ოცნებობდა და ცნობილი მსახიობთან ინტრიგები, რომელიც ცნობილი იყო არც თუ კარგი რეპუტაციით, ქულებს არ მიუმატებდა. მას სტაბილურობა სჭირდებოდა, მერილინი კი მისგან აღიარებას ელოდა. რაღაც მომენტში მიხვდა, რომ იგი მხოლოდ მისი სათამაშო იყო... მონრო ფიქრობდა, რომ თუ პრეზიდენტის ცოლი გახდებოდა, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლებოდა. ამის საფუძველზე მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.


მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება კენედის გარეშე. გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი სპეციალურად დაუახლოვდა კიდეც პატრიციას, ჯონის დას, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ცნობილ ოჯახთან. სავარაუდოდ, პოლიტიკოსს ეს არ მოეწონა და უმცროს ძმას სთხოვა, მერლინთან ესაუბრა.


1962 წლის 5 აგვისტოს მონრო საკუთარ საწოლში იპოვეს გარდაცვლილი ტელეფონის ყურმილით ხელში. გარდაცვალების მიზეზად საძილე აბების ჭარბი დოზირება დასახელდა. რეზონანსული საქმის ირგვლივ ჭორები დღემდე არ ცხრება. იყო ვერსია, რომ თავად კენედიმ დაგეგმა მონროს მკვლელობა, თუმცა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.



1963 წლის 22 ნოემბერს თავად კენედი მოკლეს დალასში ვიზიტის დროს.

image

პრინცესა დიანა და დოდი ალ ფაიდი-პრინც ჩარლზთან წარუმატებელი ქორწინების და ექიმ ჰასნატ ხანთან არაჯანსაღი ურთიერთობის შემდეგ, პრინცესა დიანამ ბედნიერება დოდი ალ ფაედთან იპოვა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა...


წყვილის პირველი შეხვედრა შედგა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, აპარტამენტებში შედგა, სადაც ლედი დი შვილებთან ერთად დოდის მამის, მუჰამედის მოწვევით ჩავიდა. მას შემდეგ შეყვარებულები სულ ერთად იყვნენ. თავიდან არავინ იცოდა ამ რომენის შესახებ, მაგრამ რეპორტიორის ფოტოს შემდეგ, რომელმაც დიანა და დოდი დააფიქსირა ერთ-ერთ იახტაზე, პაპარაცებმა შეყვარებულების დევნა დაიწყეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ორივეს განზრახვა სერიოზული იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დიანამ სანდო მღვდელთან გაიარა კონსულტაცია სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის ქორწინების შესაძლებლობის შესახებ. ის ისლამზე გადასვლაზეც ფიქრობდა.


დოდის მცველის თქმით, ტრაგედიის წინა დღეს პროდიუსერმა ბეჭედი იყიდა, თითქოსდა დოდის პრინცესასთვის ხელი უნდა ეთხოვა.


1997 წლის 31 აგვისტოს წყვილმა ივახშმა პარიზის ცენტრში მდებარე ძვირადღირებულ რესტორანში. დოდის და დიანას შეუმჩნევლად წასვლა სურდათ, მაგრამ ბოლო მომენტში შეცვალეს გეგმები. შეყვარებულები რესტორნიდან ნაჩქარევად გამოვიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და გაუჩინარდნენ.


მომაბეზრებელ ჟურნალისტებისგან თავის დაღწევის მიზნით მძღოლმა დაკარგა მართვაზე კონტროლი და გვირაბში ბეტონის სვეტს შეეჯახა. დოდი ადგილზე გარდაიცვალა, დიანა კი საავადმყოფოში. 25 წელზე მეტი გავიდა და ამ გახმაურებული ტრაგედიის შემდეგ, თუმცა მის გარშემო კამათი დღემდე არ ცხრება.

image


ჯიმ ქერი და კატრიონა უიათი-კომიკოსი ჯიმ ქერი და ვიზაჟისტი კატრიონა უაითი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ირლანდიელი გოგონა ამერიკაში ჩავიდა ჰოლივუდის დასაპყრობად, თუმცა ვერ გახდა მსახიობი.


უცნობია ზუსტად როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, მაგრამ უკვე 2013 წელს განაცხადეს დაშორების შესახებ. კატრიონას უჭირდა დაშორება, რადგან მსახიობით იყო გატაცებული.


ვიზაჟისტმა ვერ იპოვა ნორმალური სამუშაო, რადგან ის არალეგალურად იმყოფებოდა აშშ-ში. შედეგად, იგი ფიქტიურად დაქორწინდა ოპერატორ მარკ ბარტონთან, რათა ეს პრობლემა გადაეჭრა.


ქერი თავის მხრივ დეპრესიით იტანჯებოდა. კომიკოსის მეგობრების თქმით, მას შეეძლო ერთი კვირით თავის სახლში ჩაკეტვა, რათა მთლიანად ჩაფლულიყო აპათიაში.


2015 წლის მაისში ჯიმმა და კატრიონამ განაახლეს ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაშორდნენ. უაითმა ეს დარტყმა ვეღარ აიტანა. გოგონამ ფსიქოტროპული წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო და თან ჩანაწერი დატოვა, რომელშიც ჯიმ ქერის სიკვდილში ადანაშაულებდა.


image


კეროლაიან ფლეიკი და ლუის ბერტონი-კეროლიან ფლეიკი საზოგადოებამ გაიცნო, როგორც პრინცი ჰარის ყოფილი შეყვარებული, ისინი სკანდალურად დაშორდნენ, ჰარიმ მსახიობ მეგან მარკლთან იპოვა ბედნიერება, რაც შეეხება კეროლაინს, ცნობილ ტელევარსკვლავს უჩივლა მისმა ბოიფრენდმა ლუის ბერტონმა, რომელმაც ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი, მალევე, შელახული რეპუტაციის გამო ტელეწამყვანი პროექტ Love Island-იდან გაათავისუფლეს. ფლეიკი ძალიან შეწუხდა ყველა ამ ამბით.


2020 წლის 15 თებერვალს იგი გარდაცვლილი იპოვეს ლონდონში, საკუთარ ბინაში.


მარტის თვეში ცემის ფაქტზე სასამართლოს მორიგი სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ნახევრად შიშველი მთვრალი კეროლაინის ვიდეო უნდა ეჩვენებინათ, სადაც ჩანს, როგორც გაარტყა ხელი ბარტონს. ცხადია, ვარსკვლავს ეშინოდა მასალის გამოქვეყნებისა და შემდგომი ბულინგის, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

image

არიანა გრანდე და მაკ მილერი -ისინი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია იცნობენ, მაგრამ ურთიერთობა მხოლოდ 2016 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნდა სურათები, რომლებშიც ვარსკვლავები სუში ბარში ერთმანეთს კოცნიდნენ.


არტისტების თაყვანისმცემლები ამ ულამაზეს წყვილს თვალს ვერ წყვეტდნენ. თუმცა, ორი წლის შემდეგ, შეყვარებულები მოულოდნელად დაშორდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატორი არიანა იყო, რომელიც ყველაფერს რთულ სამუშაო გრაფიკზე აბრალებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ნამდვილი მიზეზი, რომ ვარსკვლავი დაიღალა ტოქსიკური ურთიერთობით და მასთან გაჩერება აღარ შეეძლო.


გრანდე დიდხანს არ დარჩა თავისუფალი: მალევე, სულ რაღაც ერთი კვირის თავზე, მომღერლის ახალი ბოიფრენდთან ერთად დააფიქსირეს.


მაკ ძალზე გაუჭირდა ურთიერთობის გაწყვეტა: ამ პერიოდში მას კვლავ შეექმნა პრობლემები ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. 2018 წლის 7 სექტემბერს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა.


ამ ამბავმა ჰიპ-ჰოპ არტისტის თაყვანისმცემლები განარისხა. ისინი მის გარდაცვალებაში მომღერალ არიანას ადანაშაულებენ. თავის მხრივ არიანამ, მიმართა გამოძიებას, კანონის სრული სიმკაცრით დაესაჯათ ის პირი, ვინც მაკს ნარკოტიკების ლეტალური დოზა მიჰყიდა.


image

2
383
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
383
  
2023, 24 თებერვალი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2