x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო 7 სახეობის ხილი, რომელიც ხშირად უნდა მიიღოთ!
ხილი მინერალებით და ვიტამინებით ძალიან მდიდარია. ამიტომ ჯანსაღი კვება ხილის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ხილი შეიცავს ბევრ ბოჭკოს, რაც საკვების მონელებას უწყობს ხელს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.


რამდენი ხილი უნდა მიიღოთ დღეში, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ კალორიას ითხოვს თქვენი ორგანიზმი. როგორც კვების ექსპერტი ლორენ ჰარის-პინკუსი ამტკიცებს, დღეში სამი პორცია ხილი ძალიან სასარგებლოა.


ამ სტატიაში 10 ყველაზე სასარგებლო ხილს წარმოგიდგენთ, რომელთა სისტემატური მიღება ჯანმრთელობის მხრივ ბევრ სამომავლო თავსატეხს და პრობლემას აგაცილებთ თავიდან:


ვაშლი



ვაშლი ძალიან ბევრ ბოჭკოს და ფლავინოიდ კვერცეტინს შეიცავს. კვერცეტინს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.


2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად საშუალო ასაკის ადამიანები ოთხი კვირის მანძილზე დღეში ერთ ვაშლს ჭამდნენ და მათ ამის მეშვეობით სისხლში ქოლესტერინის დონის 40 %-ით შემცირება მოახერხეს.


ფორთოხალი


ფორთოხალი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებებით გამოირჩევა. ეს ხილი ძალიან მდიდარია C ვიტამინით, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და ენერგიის შენარჩუნებაში გვეხმარება.


მარწყვი


მარწყვი ნაკლებად კალორიულია და ფოლიუმის მჟავის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. ის ფორთოხალზე მეტ ვიტამინ C-ს შეიცავს. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედების ზრდისთვის. ამიტომ ის შეუცვლელია ქალებისთვის ორსულობის ადრეულ ეტაპზე.


მანგო


მანგო C ვიტამინის, ბეტა-კაროტინის და ფოლიუმის მჟავის ნამდვილი საბადოა. ბეტა-კაროტინი არის ნივთიერება, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა და სხეულის მიერ A ვიტამინად გარდაიქმნება. კვლევამ ცხადყო, რომ ბეტა-კაროტინი კოგნიტურ ფუნქციებს, მეხსიერებას და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას აუმჯობესებს და კიბოს ზოგიერთი სახეობების გაჩენის რისკს ამცირებს.


ბალი


ბალი ცნობილია მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. გარდა ამისა, კვლევამ გვიჩვენა, რომ ბალში არსებული პოლიფენოლების ზემოქმედება საკვების მონელების პროცესზე ძალიან დადებითია.


კივი


კივი ძალიან კარგი ხილია. ის შაქრით და კალორიებით უაღრესად ღარიბია. შეიცავს ენზიმ აქტინიდინს, რომელსაც საკვების მონელების პროცესში სხვადასხვა სახეობის ცილის სწრაფად და ეფექტურად გახლეჩა შეუძლია. ამის მეშვეობით კი მუცლის შებერილობის და კუჭნაწლავის სხვადასხვა ჩივილების დაბლა დაწევა და ორგანიზმის მიერ ცილების მიღების გაუმჯობესების მიღწევაა შესაძლებელი.


მოცვი


მოცვი K ვიტამინის საუკეთესო წყაროა, რაც ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მას საუკეთესო ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ამ ხილს ორგანიზმის თითოეული უჯრედის დაცვა შეუძლია თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც გულის დაავადებებს და კიბოს იწვევენ.


ერთს დავამატებდით, რომ არავინ ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს ხილით ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის და მედიკამენტების ჩანაცვლება შეიძლებოდეს. ხილი არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, თუმცა მას სამკურნალო საშუალებების ჩანაცვლება არ შეუძლია. ამიტომ მიიღეთ ხილი მკურნალობის პროცესის პარალელურად, თუმცა მხოლოდ ხილის მიერ მოტანილ სარგებელს ნუ დაეყრდნობით და ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის მითითებები.


ხილი



2
218
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
218
  
2023, 23 თებერვალი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2