x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს- ადამიანების ისტორიები, რომლებიც აშკარად მარცხენა ფეხით ადგნენ

image
ვერც კი წარმოიდგენთ, რა ორიგინალური შეიძლება იყოს სამყარო, თუკი საქმე უიღბლობებს ეხება:

1. ”აღმოვაჩინე, გამქურდეს, როდესაც დავბრუნდი ჩემი 12, 5 საათიანი ცვლის შემდეგ, ჩინური ახალი წლის დროს... მაგარია.”image

2. „იდიოტმა მეზობლებმა უბრალოდ დატოვეს ძაღლი ჩვენს სახლში და გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დატოვება."image

3. “რესტორანში მეგობარს ეს ბურგერი მიუტანეს, როდესაც ოფიციანტს აჩვენა ის უბრალოდ შეხტა... შეიძლება ეგონა, რომ ღორი ისევ ცოცხალი იყო იმდენად ვარდისფერი ფერი ჰქონდა ხორცს..."image

4. „ჩემი პირველი მანქანა მოიპარეს Kia/Hyundai-ის “ჩელენჯის" გამო Tiktok-ზე. იგი ტყეში შეიყვანეს და დამნაშავეები გაიქცნენ."image
Tiktok-ის უცნაურმა გამოწვევას მოჰყვა 2010-2021 წლიანი Kia-სა და Hyundai-ს მანქანების ქურდობა. როგორც წესი, თინეიჯერები იტაცებდნენ ამ მარკის მანქანებს ვიდეოს გადასაღებად, ატარებდნენ და აჯახებდნენ მანქანას. მათთვის მთავარი იყო, რომ მანქანა დაძრულიყო გასაღებისგან და არა ღილაკისგან, ჭრიდნენ საჭის ქვეშ საფარს და გარკვეული მანიპულაციების შემდეგ მანქანას ქოქავდნენ USB-კაბელით.

5. “ზედმეტი ხის წებო გამოვიყენე საკიდის კარზე მისაწებებლად, როცა დავბრუნდი ასე დამხვდა"image

6. „უამინდობის გამო 12 საათის განმავლობაში მატარებელში ვიყავი ჩარჩენილი. მარტო"image

7. „პირველად გადავწყვიტე კროსფიტზე წასვლა, ფაქტობრივად პირველივე ჯერზე დამემართა რაბდომიოლიზი“
(რაბდომიოლიზი ხდება მაშინ, როდესაც დაზიანებული კუნთოვანი ბოჭკოები იშლება და ათავისუფლებს მათ შიგთავსს სისხლში. ამ ნივთიერებებმა შეიძლება დააზიანოს გული და თირკმელები და გამოიწვიოს ძალიან სერიოზული შედეგები. ამ წერტილამდე მისასვლელად საჭიროა ბევრი ვარჯიში დეჰიდრატაციასთან ერთად. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა მოუსმინოთ თქვენს სხეულს, დალიოთ წყალი და გახსოვდეთ შესვენება.)
image

8. “დაბადების დღისთვის ბრაუნიში სანთლები ჩავდე, ცხელი აღმოჩნდა და ნამცხვარიც გამიფუჭა"image

9.„ორი დღის წინ ხელი მოვიტეხე, დღეს ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ჩემმა ექიმმა თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა“image

10. “სარეცხის მანქანამ თავი შეიჭამა..."image

11. “აბა თუ გამოიცნობთ სადაა ჩემი მანქანა? ტაჰოს ტბა, 2023 წელი..."image

12. “მეგობართან ღამის გატარების შემდეგ დავბრუნდი სახლში და ეს დამხვდა. ხანძარი იყო. საბედნიეროდ, სახლში არ ვიყავით, რადგან ხანძარი ღამის 2 საათზე გაჩნდა ჩვენს საწოლთან ჩვენ ვერ გადავრჩებოდით. ცეცხლმა სხვენს მიაღწია და სწრაფად გავრცელდა. ამ კარის მიღმა, ყველაფერი ბევრად უარესად გამოიყურება და ჩვენი საძინებელი ფერფლით იყო დაფარული. სამწუხაროდ, ხანძრის შედეგად 4 კატა დავკარგეთ."image

13. "ჩემი საქორწილო კოსტუმის შარვალი ცერემონიამდე 45 წუთით ადრე დახიეს."image

14. “ჩემი წყლით სავსე სარდაფი"image

15. “ჩემი თავი ჭკვიანი მეგონა კბილის ჯაგრისს თავსახურს რომ ვაცმევდი"image

16. “ვერ ვიტან რეცხვას"image

0
437
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0