x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
გარდაიცვალა 1970-იანი წლების ყველაზე სასურველი ქალი რეკელ უელჩი
image

ამერიკელი მსახიობი, 1960/70-იანი წლების სექს-სიმბოლო მსახიობი რაკელ უელჩი (ნამდვილი სახელი ჯო რაკელ ტეჯადა)83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცი მსახიობის მენეჯერმა გაავრცელა.



მისი თქმით, უელჩი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1966 წელს გადაღებულ ფილმებით "ფანტასტიკური მოგზაურობა( Fantastic Voyage) და "მილიონი წლის წინათ ჩვენს ერამდე (One Million Years B.C.)ირმის ტყავის საცურაო კოსტუმმა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და ასობით ათასი მამაკაცის საოცნებო ქალად აქცია, მათ შორის იყო მხატვარი სალვადორ დალი, რომელმაც დახატა მსახიობის პორტრეტი.


image

ეს ფილმი საბჭოთა მაყურებლებისთვისაც კარგად ნაცნობი იყო და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.


image

მზარდმა პოპულარობამ უელჩს საშუალება მისცა ევროპაში ემუშავა, სადაც 1966 წელს მან ითამაშა მარჩელო მასტროიანისთან ერთად კრიმინალურ დრამაში „არ მესმის“ და შემდეგ კი იყო ერთადერთი ამერიკელი მსახიობი ფრანგულ კომედიაში „უძველესი პროფესია“, სადაც კურტიზანის როლი შეასრულა.

image


მსახიობის ხალვათმა ჩაცმულობამ გაახარა ყველაზე მაყურებელი, მაგრამ უელჩს არ სურდა სრულიად შიშველი ყოფილიყო. 1969 წელს, ვესტერნში, სახელად "ასი ვაზნა", რაკელმა მოახერხა საკუთარი სხეულის შენიღბვა პარტნიორ ჯიმ ბრაუნთან სასიყვარულო სცენაში, აქვე კონფლიქტი მოუვიდა რეჟისორთან, რომელმაც შესთავაზა მას მთლიანად გაშიშვლება ერთ-ერთ ეპიზოდში.

კონსტანსია ბონასიეს როლისთვის ფილმში "სამი მუშკეტერი"(1973 წელი) უელჩი "ოქროს გლობუსით"დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიაში ან მიუზიკლში.

image

ეს ჯილდო ერთადერთი აღმოჩნდა მსახიობის კოლექციაში. შემდგომ ფილმებში უელჩის პარტნიორები იყვნენ ჟან-პოლ ბელმონდო, ჯეიმს კოკო, ბილ კოსბი და ოლივერ რიდი, იმსახურებნენ მხოლოდ მაყურებლის აპლოდისმენტებს და მოხსენიებდნენ კინოჟურნალების მიმოხილვებში.


2000-იან წლებში 60/70-იანი წლების სექს-სიმბოლო იშვიათად ჩნდებოდა ფილმებში, ისიც ეპიზოდურ როლებში, უკანასკნელი აღმოჩნდა 2017 წლის აპრილში გამოსული ამერიკელი რეჟისორის კენ მარინოს ნამუშევარი "როგორ ვიყო ლათინური საყვარელი"

image

0
740
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
740
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0