x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
8 ნიშანი, რომ თქვენი სხეული ვიტამინების დეფიციტზე ყვირის
ვიტამინების ნაკლებობა სერიოზული საქმეა, მაგრამ როგორ ამოვიცნოთ?


image

საკმარისია, საკუთარ თავს მოუსმინოთ, რადგან სხეული გარკვეული ვიტამინების ნაკლებობაზე პირდაპირ ყვირის, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ.


1. ქერტლი

image


ქერტლის მიზეზი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი შეიძლება იყოს. თევზის ქონი ან მეტი მცენარეული ზეთი მიირთვით.


2. უსიცოცხლო თმა

image

ეს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ნიშანი შეიძლება იყოს. მისი საუკეთესო წყაროა სატაცური და ისპანახი. არ დახარჯოთ ფული შამპუნებზე, რომლებიც თმის ბზინვარებას გპირდებიან. პრობლემას შიგნიდან გაუმკლავდით.


3. ნაადრევი ჭაღარა თმა

image

იცით, რომ ჩვენს ორგანიზმს სჭირდება სპილენძი? მისი დეფიციტის დროს თმა დროზე ადრე ჭაღარავდება. სპილენძს შეიცავს ღვიძლი, კაკალი, ფურცლოვანი ბოსტნეული, ბარდა, ლობიო, სოკო.


4. დახეთქილი ტუჩები

image

თუ ტუჩები ხშირად გისკდებათ, მაგრამ სიცივეში არ გადიხართ და არ იქერცლავთ, ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშანია. მიირთვით მეტი ფრინველი, კვერცხი, თევზი, რძე და ხაჭო.


5. მოშვებული კანი

image

კანის ელასტიურობის გასაზრდელად და კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ E ვიტამინი. ის გვხვდება ნუშის, ზეითუნის და სიმინდის ზეთებში.


6. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება

image

თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას იმის მიუხედავად, საკმარისად გძინავთ თუ არა, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გჭირდებათ მეტი D ვიტამინი. სხვათა შორის, ეს ვიტამინი ზამთარში განსაკუთრებით გვაკლია. ამ ვიტამინის დოზის მისაღებად გაისეირნეთ მზეზე ან მიირთვით მეტი რძის პროდუქტი – ყველი, კარაქი, ხაჭო.


7. სისხლჩაქცევები სხეულზე

image

C ვიტამინის დეფიციტის დროს სისხლძარღვების მტვრევადობა იზრდება. ასე კანი ადვილად ჩაგილურჯდებათ. C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს კივი, ფორთოხალი, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ.


8. განავლის პრობლემები (ყაბზობა)

image

ხშირად ამის მიზეზია უჯრედისის ნაკლებობა. დილით შვრიის ფაფა ახალი ვაშლით მიირთვით, პრობლემას მოგიგვარებთ. უჯრედისით მდიდარია ქატო, სელის თესლი და პარკოსნები (ოსპი, წიწილა, ლობიო და ა.შ.).


ასევე დაგაინტერესებთ:

1. "მუდმივად ვიღლებოდი და წონაში ვერ ვიკლებდი, დიეტოლოგი მაშინვე მიხვდა - ეს თუთიის დეფიციტია"

2. D ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს მინერალის გარეშე, რომელიც თითქმის ყველას აკლია

3. ინსტრუქცია: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ ვიტამინები

4. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე

5. ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

6. მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
162