x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორი აგურით იყო ნაშენები თურქეთში შენობები - ამირან სალუქვაძე ვიდეოს ავრცელებს
თურქეთი ამირანი


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც ნაჩვენებია, როგორი აგურით იყო აშენებული თურქეთში სახლები, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა.


„1. აჩვენებს, თურქეთში როგორი აგურით იყო ნაშენები შენობები.
როგორც იცით, უკვე ბევრი მშენებელია დაკავებული. ერდოღანი ბოლომდე ჩაყვება და, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტს დააკავებენ. გაიხსენეთ სამხედრო გადტრიალების მცდელობის შემდეგ რამდენი დააკავეს.


2. ჩვენთან ბევრი რამეა გამოსასწორებელი. ახალი კორპუსების უმეტესობა გადახრილია. რას ნიშნავს თუნდაც 1°-თ გადახრა, რამდენად ამცირებს მდგრადობას, ჰკითხეთ მშენებლებს.



რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, პროექტირებას, პროექტის დაცვას და სხვა ნიუანსებს, კონტროლი უნდა გამკაცრდეს. კარგი იქნება შენობების ექსპერტიზა ჩატარდეს და მობინადრეებმა იცოდნენ მათი კორპუსების მდგომარეობა", - წერს სალუქვაძე.


ამირანი


შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7, 7 და 7, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 40 ათასს აღწევს.


მიწისძვრის ზონაში 6 000-მდე შენობა დაინგრა, დანგრეულ შენობებს შორისაა ახალი კორპუსებიც. ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა, მინიმუმ, 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.


გამოძიება დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მშენებელი კი აეროპორტში დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.



0
1351
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
1351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0