x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
66 წლის იგორ სარუხანოვი მეშვიდედ დაქორწინდა 30 წლით უმცროს ქალზე
image

რუსეთის დამსახურებული არტისტი იგორ სარუხანოვი, უფრო ცნობილი როგორც "სკრიპკალისა", ახალ მეუღლესთან ერთად გამოჩნდა.



ასე რომ, ვინმე ლესია სადოვსკაია გახდა იგორის რიგით მეშვიდე კანონიერი მეორე ნახევარი.მის შესახებ ცნობილია, ის რომ, მოდის დიზაინერია და ქმარზე 30 წლით უმცროსია.


ხანშიშესული როკ შემსრულებელი, როგორც ჩანს, უზომოდ ბედნიერია და ცდილობს თავისი სიხარული გაუზიაროს ყველას.




ასე მაგალითად, სარუხანოვმა განაცხადა, რომ მან ახალგაზრდა ცოლის წყალობით, უკვე დაიკლო წონაში და 112-დან 100 კილოგრამამადე ჩამოვიდა; კიდევ დაიკლებს!


image

იგორის თქმით, „ორგანიზმში ყველა დარღვევა გაქრა“.


ლესამ საზოგადოებას განუცხადა, თუ როგორ შესთავაზა სარუხანოვმა მას ცოლობა.


„უცებ ხელი გამომიწოდა. ძალიან რომანტიული იყო. თუმცა, მუხლზე არ დაჩოქილა, ”- აღიარა 66 წლის მუსიკოსის მეუღლემ.


იგორ სარუხანოვი ამის გარდა იმითაც კმაყოფილია, რომ ცოლს კარგი მზითევი მოყვა ავტომობილის სახით.


”მე მას ვაჩუქე ბეჭდები და საყურეები. მან დიდი ხნის წინ იყიდა მანქანა თავისთვის - ასე რომ, ჩემი ცოლს მზითევი მოყვა, - დაიკვეხნა სარუხანოვმა.

image

სომხური წარმოშობის რუსი მომღერლის, იგორ სარუხანოვის მუსიკალური კარიერა იწყება 1970-იანი წლების ბოლოს, ჯერ ანსამბლ Синяя птица-ში და შემდეგ "Цветы–ში, შემდეგ ქმნის ქმნის საკუთარ ჯგუფს "Круг", სადაც 1984 წლამდე უკრავდა.


ნამდვილი წარმატება 1980-იანი წლების შუახანებიდან იწყება, როდესაც მან პირველი პრემია დაიმსახურა სოპოტის ფესტოვალზე, როგორც სიმღერის ავტორმა "Позади крутой поворот».(ასრულებდა ანა ვესკი).


პოპულარობა მოიპოვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Скрип колеса, Дорогие мои старики, Придуманная любовь, Поплакала и хватит და სხვა.


0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0