ქალი და მამაკაცი როგორ დასრულდა თეთრკანიანი ბიზნეს-ლედის და ველური აფრიკული ტომის წარმომადგენელის სიყვარულის ისტორია 14 თებერვალი, 14:04 ![]() შვეიცარიელი წარმატებულ და შეძლებული ქალბატონი მიხვდა, რომ თავი დაკარგა, როცა დაინახა შავკანიანი, მოხდენილი მეომარი, რომელიც ხისგან გამოკვეთილ ქანდაკებას ჰგავდა. მან მიატოვა ცივილიზაცია, ფული, ბიზნესი, ნათესავები, რათა დატკბარიყო აფრიკელი ველურის სიყვარულით. საბოლოოდ რა გამოვიდა ამ ამბიდან? გოგონა 1986 წელს თავის საქმროსთან ერთად კენიაში წინა საქორწინო მოგზაურობაში წავიდა. მაგრამ როდესაც დაინახა ადგილობრივი ტომის, მასაის წარმომადგენელი, ლკეტინგ ლეპარმორიო, თავი დაკარგა. კორინა ჰოფმანმა გააუქმა ნიშნობა, დატოვა წარმატებული ბიზნესი შვეიცარიაში და ახალი ცხოვრება დაიწყო ჯუნგლებში. და ეს არ იყო ადვილი ცივილიზაციას მიჩვეული ნაზი ქალისთვის: შეშის მოძიება და მოტანა, ცეცხლზე საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის რეცხვა (წყვილს ქალიშვილი შეეძინა) ყინულივით ცივ წყალში. მაგრამ, როგორც ამბობენ, ქალი მაშინაა ბედნიერი, როდესაც გვერდზე საყვარელი ადამიანი ჰყავს. ![]() ![]() მაგრამ თუ კორინა მზად იყო შეეგუებოდა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სირთულეებს, მის ქმართან მიმართებეში სულ სხვა გვარად წარიმართა საქმე.ლკეტინგას ქცევებში ცვლილებები შეინიშნებოდა. ჯერ ლკეტინგამ შესთავაზა ქალს ეცხოვრა შვეიცარიაში და კენიაში მხოლოდ დროდადრო ჩასულიყო საყვარლის მოსანახულებლად და გასართობად. შემდეგ ამაყმა მასაის მეომარმა მეორე ცოლის ყოლის სურვილი გამოთქვა. თქვა, რომ ბევრი შვილი მინდაო, არა და ჯერ კიდევ მშობიარობის გართულებამდე, კორინამ გააფრთხილა, რომ ორზე მეტ შვილს არ გააჩენდა. 1989 წელს ქალიშვილ ნაპირაის გაჩენის შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა. მაგრამ შემდეგ მამაკაცმა დაიწყო აშკარა ეჭვიანობა, ცოლს საყვარლების ყოლაში ადანაშაულებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცმა მოითხოვა გადაეკითხა ყველა წერილი, რომელსაც ცოლი დედას უგზავნიდა. ტექსტის სისწორეში ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო, ის მიდიოდა სხვასთან და სთხოვა ტექსტის ხელახლა წაკითხვას. მორიგი სკანდალის მოწყობის შემდეგ კორინა პატარა ნაპირაისთან ერთად გაემგზავრა შვეიცარიაში, რათა ბავშვი ბებიასთვის ეჩვენებინა. ამის შემდეგ ის აღარც დაბრუნებულა ჯუნგლებში. ქალმა სამსახური იშოვა, ბინაც იქირავა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ კენიელი ქმარი დიდხანს არ ასვენებდა მას. ![]() მამაკაცმა ვალების დაფარვის მიზნით ყოფილს ფინანსური დახმარებაც კი სთხოვა. შედეგად, კორინა განქორწინდა ევროპული კანონების შესაბამისად, თუმცა კენიაში ის კვლავ "ითვლებოდა" ლკეტინგის ცოლად. ![]() ![]() კორინი ხელმეორედ გათხოვდა, საზოგადოებისგან განმარტოვებული ცხოვრებს, უყვარს ტურიზმი და მხატვრობა. ![]() 2146 4-ს მოსწონს
|