x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკვე მეოთხედ გახდნენ მშობლები

image

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხედ გახდნენ მშობლები. ამის შესახებ PageSix წყვილთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ბავშვის სქესი კვლავ საიდუმლოდ რჩება.

35 წლის ბლეიკ ლაივლის და 45 წლის რაიან რეინოლდსს ასევე ჰყავთ სამი ქალიშვილი: 7 წლის ჯეიმსი, 6 წლის ინესი, და 3 წლის ბეტი.image

ინსტაგრამზე ბლეიკ ლაივლიმ მუცლის გარეშე გადაღებული ფოტო გააზიარა. ამიტომ, ბევრმა იფიქრა, რომ ამ გზით ლაივლიმ ჭორები დაადასტურა მეოთხე შვილის გაჩენის შესახებ. კადრში მსახიობი მეუღლესთან რაიან რეინოლდსთან და დედასთან ერთად პოზირებს.

ლაივლის მეოთხე ორსულობა ცნობილი გახდა 2022 წლის სექტემბერში: მსახიობი გამოჩნდა Forbes Power-ის მე-10 წლიურ ქალთა სამიტზე ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრში, ოქროსფერი მინი კაბით, რომელიც ხაზს უსვამდა მის მომრგვალებულ მუცელს.

მანამდე რაიან რეინოლდსმა მეუღლის ორსულობაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მათ ისევ გოგონა ეყოლებათ: მსახიობის თქმით, ის უკვე იყო მიჩვეული ქალიშვილების აღზრდას. "სიგიჟე იქნება! ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ. ჯერ არც კი ვიცი ბიჭია თუ გოგო. ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა მსახიობმა.

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა ერთმანეთი 2010 წელს “მწვანე ფანარი"-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ მათი რომანი ცნობილი გახდა. 2012 წელს წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა.

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0