x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
16 უცნაური ნივთი, რომლებიც შემთხვევით იპოვეს, ხოლო დანიშნულების შესახებ კი ინტერნეტიდან გაიგეს

image
ზოგჯერ ჩვენი ყურადღება და აზრები მთლიანად ეთმობა რაღაც უცნაურ ნივთს, რომელიც შეიძლება სახლის დალაგების დროსაც კი ნახოთ. Reddit-ზე არსებობს განყოფილება, სადაც ცნობისმოყვარე ხალხი თავინათ უცნაურ მონაპოვარს აზიარებს და დახმარებას ითხოვენ იმის ამოსახსნელად, თუ რა არის:

1. „ნაიკის ახალი ფეხსაცმელი ვიყიდე. ყუთში ეს პატარა პლასტმასის ჩანთა იყო სავსე ჰაერით და პატარა მრავალფეროვანი მიკროპლასტიკით. რისთვის შეიძლება იყოს?imageპასუხი: „მგონი ზუსტად ისაა რაც თქვით. მიკროპლასტიკური ნაწილაკები. ალბათ იმის საჩვენებლად, თუ როგორ ეხმარება Nike ჩვენი პლანეტის გაწმენდაში. ასეე შეგიძლიათ ჩანთაზე საკიდად გამოიყენოთ.


2. "რა არის ის შავი რეზინის რაღაც, რომელიც მიმაგრებულია ჩემი ახალი სათხილამურო ქურთუკის თასმაზე?"image
პასუხი: ტელეფონის დამჭერიაimage

3. "ეს ვნახე ტუალეტში, სადაც არის ონკანები, სანიაღვრე და საშრობი"image
პასუხი: "ეს არის ისლამში ლოცვის წინ ფეხების რიტუალური დაბანისთვის."

4. “10 სანტიმეტრის, დამზადებულია პლასტმასისგან, ერთ მხარეს წვეტიანია. მივიღე საახალწლოდ, საჩუქრად. რა არის?"image
პასუხი: „ეს არის მოწყობილობა კითხვის დროს გვერდების გასაშლელად. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად წაიკითხოთ წიგნი ერთი ხელით დაჭერის შემთხვევაში.image

5. „ესა „ჭიშკარი“ მდინარე ნიაგარაზე, რომლის უკან არაფერია. ვვარაუდობდი, რომ ეს იყო დოკების ნაწილი ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რისთვისაა"image
პასუხი: „ქალაქის ქვეშ არის მიწისქვეშა გვირაბები, რომლებითაც წყალი მდინარიდან ჰესისკენ მიედინება. ეს კარიბჭეები საჭიროა წყლის მიწოდების შესაჩერებლად.image

6. „ნაპოვნია სეიფში გარდაცვლილის სახლში: 11 იდენტური დასტა შავი ქაღალდის თხელი ზოლები, შეფუთული პლასტმასის შესახვევში და დაფარული თეთრი ფხვნილით. თითოეული ზოლის ზომებია დაახლოებით 16 სმ x 6, 5 სმ, თითოეული დასტას სიმაღლე დაახლოებით 5 სმ. სეიფში მეტი არაფერი იდო"image

პასუხი: "ეს არის შავი თაღლითობისთვის."

აშშ-ში არის ე.წ. „შავი ფულის თაღლითობა“. თაღლითები აცნობებენ ხალხს, რომ მათ აქვთ ბანკიდან მოპარული ფულის პაკეტები, რომლებშიც ქურდობის დროს შავი საღებავი აფეთქდა, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი ფული, რომ იყიდონ „სპეციალური ქიმიკატები“ გასაწმენდად. კრიმინალები გვთავაზობენ ინვესტირებას ქიმიკატების შეძენაში ქურდობის წილის დაპირებისთვის. განსაკუთრებით გულუბრყვილო ადამიანები უკავშირდებიან და ითხოვენ ამ ფულის არსებობის მტკიცებულებებს, შემდეგ თაღლითები მათ ადგილზე ეპატიჟებიან „შავი ფულის“ საჩვენებლად. უფრო მეტი დარწმუნებისთვის, თაღლითი იღებს წინასწარ მომზადებულ კუპიურას, ჩვეულებრივ, წებოთი დაფარული და იოდით შეღებილი, და რეცხავს მას "სპეციალური ქიმიური ხსნარით", რომელიც შედგება წყალში გახსნილი C ვიტამინის ტაბლეტებისგან. ამის შემდეგ, ბოროტმოქმედი იტყობინება, რომ ეს იყო ან "ქიმიის" ბოლო ნარჩენები, ან "შემთხვევით" იღვრება ადამიანის თვალწინ. ასეთი შოუს შემდეგ, მიამიტი ხალხი ფულს ფლანგავს.

7. „დაახლოებით 60 სანტიმეტრი სიგრძის რიცხვები 1-დან 10-მდე ორივე მხრიდან. გადაღებულია რესტორანში"image
პასუხი: „ეს არის ოფიციანტების გასაფრთხილებლად, ციმციმა ნომრები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნომრით შეკვეთა მზადაა მოსამსახურებლად.

8. “ამ კონტეინერს გასახსნელი გვერდით აქვს, გუგლმა შედეგი ვერ მომცა"image
პასუხი: ესაა კომტეინერი ახალი მწვანილისთვის მაცივარში შესადებად.image

9. „მაღაზიაში დავინახე ეს ლითონი (სიმები?), რომლებიც დაწებებული იყო ყველაფერზე შამპუნის ბოთლებიდან სახის კრემებამდე. ზოგიერთ პროდუქტს აქვს ისინი, ზოგს არა. რა არის?"imageპასუხი: „ეს არის ქურდობის საწინააღმდეგო ტეგები. სიგნალიზაცია მაღაზიიდან გასასვლელში გაისმის, თუ ამ ეტიკეტს გამორთვამდე ამოიღებთ.

10. „ერთგვარი სამშენებლო მოწყობილობა ყვითელი ძირით. არ ვარ დარწმუნებული, მიდის თუ არა მიწაზე. რეგულარულ ინტერვალებში გამოსცემს მელოდიური ზუზუნის ხმებს სიმაღლის მატებასთან ერთად"image
პასუხი: "ეს არის SL-RAT მოწყობილობა მილების დაბინძურების/გაჭედვის შესამოწმებლად აკუსტიკური ტალღების გამოყენებით"image

11. “სამზარეულოს უჯრაში ვიპოვე სხვა ნივთებთან ერთად, მძიმე სპილენძის რაღაცაა"imageპასუხი: „ეს არის ნომრის ასაკრეფი ჯოხი სახმელეთო მბრუნავ ტელეფონებზე. თქვენ თითის წვერის ნაცვლად ათავსებთ ბურთს სასურველ ნომერში ტელეფონის ციფერბლატზე და ატრიალებთ მას"image

12. „მსუბუქი ლითონის საგანი ჯაჭვით, რომელიც აკავშირებს მის ორ ნაწილს. ორივე მხარე იდენტურია და არ არის მარკირებული."image
პასუხი: „ეს არის სახელური, რომელიც ჯაჭვით არის მიმაგრებული იმ ნაწილზე, რომელზედაც დამაგრებულია კარის ზარი“image

13. „თიხისგან/ტერაკოტასგან დამზადებული, ეტეცა ხელის გულზე. რაღაცას მოჰყვა თან, მაგრამ არ მახსოვს რას"imageპასუხი: „ეს არის ტერაკოტას დასამაგრებელი დისკო, ის ყავისფერი შაქრის ჭურჭლის სახურავის უკანა მხარეს მაგრდება“.

14. „ეს ნივთი იყო პარფიუმერიის საჩუქრების კომპლექტში, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა არის. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს თიხისგან არის დამზადებული ან რამე, მაგრამ ყუთში არ არის აღწერილი რისთვის არის ის. აქსესუარია?"imageპასუხი: „ეს არის პარფიუმერიის დიფუზორი. შეგიძლიათ მასზე სუნამო შეისხუროთ და ის შთანთქავს მას და შემდეგ ნელა გამოუშვებს სურნელს ჰაერში“.

15. „შავი პლასტმასის გაჯეტი დიდი ვერცხლის ღილაკით და ბატარეით ყოველგვარი წარწერის გარეშე. დაჭერა არ მინდა, სახლში ვიპოვე“imageპასუხი: "ეს არის დისტანციური მართვის პულტი სარკეზე უკანა განათებისთვის, რომელიც მიმაგრებულია მანქანის უკანა სავარძელზე, ასე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ბავშვები მანქანის სავარძლებზე და ზურგით საქარე მინასთან".image

16. "რა არის ეს სპირალური ლითონის ფურცელი, რომელიც მიმაგრებულია ხის ნაჭერზე?"image
პასუხი: წიგნების დამჭერიაimage














1
472
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
472
  
2023, 22 თებერვალი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1