x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ფოტო საინტერესო ისტორიული შინაარსით, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

image


ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ კარგად იცის ისტორია. ასეთ დასკვნებს კი იმიტომ აკეთებს რომ სკოლაში ამ საგანში ხუთებს იღებდა, ზოგი ოლიმპიადებში მონაწილეობდა და შესაძლოა ბევრ წიგნსაც კი კითხულობდა, თუმცა ისტორია ისეთი ღრმა მეცნიერებაა რომ მის შესწავლაში მთელი ცხოვრებაც რომ გაატაროთ თეთრი ლაქები მაინც დარჩება. გთავაზობთ ისინი იმ ისტორიული ფოტოებით შეავსოთ, რომლებიც ისტორიის წიგნებში არასოდეს მოხვდება.


image


ერთი შეხედვით, ამ ფოტოზე განსაკუთრებული არც არაფერი ხდება - უბრალოდ ქარხნის მუშები საათის ციფერბლატზე ციფრებს ხატავენ, ყველაფერი არც ისეთი საგანგაშო იქნებოდა რომ არა ერთი დეტალი, ქარხნის თანამშრომლები საღებავის ნაცვლად რადიუმს იყენებენ, რათა ციფრები სიბნელეში განათებულიყო. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ რომ ხელმძღვანელობამ ისინი ნივთიერების უსაფრთხოებაში დაარწმუნა, რის გამოც ისინი ყოველგვარი თავდაცვის გარეშე მუშაობდნენ. გარდა ამისა, გოგონები ფუნჯებს პირით ასველებდნენ რათა წვერი კიდევ უფრო დაეთხელებინათ, და რადიოაქტიური ნივთიერებით ფრჩხილებსაც კი იღებავდნენ. მოგვიანებით მუშების უმეტესობა სიმსივნით გარდაიცვალა.


image


პირის პარსვის რობოტი - საკმაოდ საშიშ მოწყობილობას წარმოადგენდა. ერთი უყურადღებო მოძრაობა, და კანის გაჭრა გარანტირებული გქონდათ.


image


1976 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ავსტრიაში ტარდებოდა. გერმანელმა სპორტსმენებმა მაშინ თავიანთი ახალი ჩაფხუტებით ყველა გაამხიარულეს – აი, მართლაც ძალიან სასაცილო ფორმა ჰქონდათ.


image


არაფერი უჩვეულო - ირანის შაჰის ელიტარული მებრძოლები ლეოპარდის ტყავებში გამოწყობილი, 60-იანი წლები.



image


საოცარია, რომ ტანსაცმელი გათბობის სისტემით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოიგონეს, გაყიდვაში კი ის სულ ახლახანს გამოჩნდა, და ჯერ კიდევ არც იმდენად გავრცელებულია.


image



იცნობთ ამ პერსონაჟს? ეს ხომ ლეგენდარული R2D2-ია "ვარსკვლავური ომებიდან".


image

მომხიბვლელი ვიკი დუგანი - გოგონა ცნობილი მოდელი და მამაკაცების ჟურნალების ვარსკვლავი გახლდათ. სწორედ ის იქცა ფილმიდან "ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა" მშვენიერი ლამაზმანის პროტოტიპად.


image


მოზარდთა სილამაზის კონკურსის "მის თინეიჯერი ამერიკა - 1972"-ის მონაწილეთა ემოციები.


image



შეგიმჩნევიათ გზებზე მანქანები მანათობელი საბურავებით? არა? 1961 წელს "Goodyear-"მა ბაზარზე ასეთი საბურავები წარმოადგინა - საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა, რას იტყვით?


image


და მაინც შევთანხმდეთ რომ წარსულში ბევრად უფრო საინტერესო კონცეფციის რეკლამებს იღებდნენ. აი, ეს მაგალითად. აქ ყველაფერი ერთნაირად მშვენიერია - როგორც მანქანა, ასევე მოდელი გოგონაც, და თან არავითარი გარყვნილება და ვულგარულობა.










0
1714
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1714