x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
და ასე ცხოვრობდნენ? - 10 ისტორიული ფოტო, რომლებიც წარსულს ნათელს მოჰფენს

image


50 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ადამიანებს ნებისმიერ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა ექნებოდათ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს დღეს უკვე ჩვენთვის ბევრ საინტერესო თემაზე საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად სრულიად საკმარისია მხოლოდ სმარტფონის ან პლანშეტის ქონა, ხოლო თვითგანვითარების ამ არც თუ იოლ გზაზე საქმე კიდევ უფრო რომ გაგიიოლოთ მსურს წარმოგიდგინოთ იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


image


პატარებს ბავშვობა ადრე სულ სხვანაირი ჰქონდათ. ადრე ისინი არა პლანშეტით ხელში დივანზე წამოკოტრიალებულები ერთობოდნენ, არამედ თანატოლებთან ერთად ძირითადად ქუჩაში თამაშობდნენ. რასაკვირველია, ფოტოზე წარმოდგენილ გართობას რთულია უსაფრთხო უწოდო, თუმცა სერიოზული დაზიანებები არც იმდენი ყოფილა.


image


სისულელე იქნებოდა ისეთი ციცაბო ფერდობის გვერდით ცხოვრება, მასზე რაიმე საშუალებით რომ არ გესრიალა. იმ დროს მანქანები პრაქტიკულად არ იყო, ამიტომ ბავშვებს ფერდობზე სრიალი თავისუფლად შეეძლოთ.


image


1937 წლის მონაკოს გრან - პრი საკმაოდ სახალისო სანახაობას წარმოადგენდა, ვინაიდან ყველაზე გლამურულ სანახაობაზე წარმოდგენილი მანქანები ერთი შეხედვით სათამაშოებს ჰგავდნენ.


image


და მაინც, ადრე უსაფრთხოების სტანდარტები სრულიად განსხვავებული იყო, და როგორც ჩანს, ადამიანებიც ადრე ბევრად უფრო გაბედულები იყვნენ.


image


ადრე საბრალო ინჟინრები არც ისე კარგ დღეში იყვნენ. ეს, დღეს დახატავს ყველაფერს AUTOCAD-ი, ადრე კი ყველაფერი ხელით კეთდებოდა. ფაქტია, რომ ინჟინრების სამუშაო ადრე არც ისეთი იოლი იყო..


image


და მაინც, ძველი ფოტოების ესთეტიკა სულ სხვაა! კუნძულ კაპრიზე მომხიბვლელი ქალბატონები გასაბერ ლეიბებზე კომფორტულად მოკალათებულნი სპაგეტის მირთმევისგან სრულ ნეტარებაში არიან. კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის!


image


მექსიკელი ლამაზმანი - მსახიობი მატი უიტრონი აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების გვერდით თამამად მიაბიჯებს. მამაკაცებს ყველაფერი სახეზე აწერიათ.


image


ბონისა და კლაიდის სიყვარულის ისტორია ათწლეულების განმავლობაში რომანტიული ისტორიების მოყვარულებს მოსვენებას უკარგავს. ეს ფოტო რამდენიმე საათით ადრე იქნა გადაღებული, სანამ შეყვარებულ წყვილს პოლიცია სიცოცხლეს გამოასალმებდა.


image


პირველი "მის სამყაროს" კონკურსის მონაწილეები, რომელიც 1952 წელს გაიმართა. ტიტულის პირველი მფლობელი ფინელი 17 წლის არმი კუსელა გახდა. მას თავზე რომანოვების დინასტიის საქორწინო დიადემა დაადგეს.


image


ფილმისთვის "ფრანკენშტეინის პატარძალი" ფრანკენშტეინის იმიჯის შექმნის პროცესი, 1935 წელი







0
1427
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1427