x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ასტრონომებმა კოსმოსის სიღრმეში დედამიწის ზუსტი ანალოგი აღმოაჩინეს
გასული წლის ბოლოს ასტრონომიის სამყარო ერთმა დიდმნიშვნელოვანმა მოვლენამ წინანდელზე კიდევ უფრო საინტერესო გახადა: კოსმოსის მკვლევარებმა 4 დეკემბერს ჩვენგან 300 სინათლის წლის მოშორებით დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.


რაც ყველაზე საინტერესოა, ეგზოპლანეტა დედამიწის მსგავსად სიცოცხლისათვის ხელსაყრელ მანძილზე ბრუნავს საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ზედაპირზე წყალს თხევად მდგომარეობაში შეუძლია არსებობა, რაც თავის მხრივ სიცოცხლის წინაპირობაა.


უცხო


პლანეტას Kepler-1649c ეწოდება და ის სპეციალურად ეგზოპლანეტების საძებნელად კოსმოსში გაგზავნილმა ტელესკოპმა კეპლერმა აღმოაჩინა. პლანეტას დედამიწის მასის 1, 09 მასა აქვს, რაც მას ჩვენი პლანეტის თითქმის ზუსტ ანალოგად აქცევს.



ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა თითქმის იმდენივე სინათლეს და სითბოს იღებს საკუთარი მნათობისგან, რამდენსაც დედამიწა იღებს მზისგან. Kepler-1649c დედამიწამდე მოღწეული მზის ენერგიის 75 %-ის ოდენობას იღებს საკუთარი დედა ვარსკვლავისგან.


Kepler-1649c პატარა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს. წითელი ჯუჯა ვარსკვლავები, როგორც ცნობილია, გამაოგნებლად ხანგრძლივი სიცოცხლით გამოირჩევიან. წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს რამდენიმე ტრილიონი წლის მანძილზე შეუძლიათ არსებობა. მათთან შედარებით ჩვენი მზის სიცოცხლის ხანგრძლივობა (10 მილიარდი წელიწადი) სახსენებელიც კი არ არის.


Kepler-1649c უახლოეს პერიოდში აუცილებლად გახდება ძალიან ინტენსიური დაკვირვების ობიექტი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის და ჩილეში მშენებარე გიგანტური ტელესკოპის მხრიდან, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტო აფინანსებს. Kepler-1649c-ს ატმოსფერული შემადგენლობის დეტალური განსაზღვრის შემდეგ ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ, არსებობს თუ არა სიცოცხლე მასზე.


უცხო

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0