x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სხვა არაფერია, თუ არა..." - რას წერს დათო გორგილაძე
დათო გორგილაძე


მწერალი დათო გორგილაძე არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნების მოთვინიერების მცდელობა.


არა ირიბი, არა შენიღბული, არამედ პირდაპირი მცდელობა.



ეს სრულებითაც არაა ჩემთვის გასაკვირი. მოსალოდნელიც იყო.


აი, ისეთი ხალხის დუმილი კი მიკვირს, ვინც სწორედ ახლა უნდა
ლაპრაკობდეს.


ძალიან იოლია უხმაურო პერიოდში ბრტყელ-ბრტყელების ძახილი, არა?!
ახლა სჭირდება ახალგაზრდა არტისტს მხარდაჭერა და დაცვა. ახალგაზრდა არტისტს რა, კულტურას სჭირდება დაცვა. ახალგაზრდებით დაიწყება და ხვალ თუ არა ზეგ, თქვენც მოგადგებიან. აგერ მე და აგერ თქვენ.


სწორად თქვა იმ კაცმა, მტრების ხმაურზე
მეტად მეგობრების დუმილი გაგვახსენდებაო. თუ რაღაც ამდაგვარად", - წერს გორგილაძე.


ცნობისთვის, „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.


სანდრო


გორგილაძე




2
210
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
210
  
2023, 13 თებერვალი, 8:05
ზოგადად,ვეთანხმები დათოს,ხელოვნება თავისუფალი და დამოუკიდებელია,მაგრამ სად არის ხელოვნება? ეს წარწერა ფიროსმანს რო გაეკეთებინა,არავინ დაიჭერდა და პატიმრობაზე არ იმსჯელებდნენ. რამდენი ვიღაც სადღაც რაღაცაც გადღაბნის ხელოვნება არ არის. ეროვნული მუზეუმის კედელზე რაღაცის დაწერა არის ვანდალიზმი და არა ხელოვნება. ჩემი აზრით,ამ ქმედებისთვის პატიმრობა ზედმეტია,არც ჯარიმის მომხრე ვარ,მაგრამ უარაფროდ ჩავლაც სირცხვილი იქნება. აუკრძალონ მუზეუმში შესვლა და მორალურ დონეზე იქნას გაკრიტიკებული. გორგილაძეს ვურჩევდი,რომ #მიშაფრიის ძახილის და ბიძოს ქონებაზე დარდის ნაცვლად,ყურადღება მიექცია იმისთვის,თუ რა კანონებს იღებს პარლამენტი და აღარ იქნებოდა ეს პრობლემა. მაგალითისთვის,ამ ქვეყანაში მოწევა აკრძალულია საკუთრებაში ე.ი. ადამიანს თუ აქვს თავისი ბარი,ფეხი ფეხზე ვერ გადაიდებს,ვსკს ვერ დალევს და სიგარეტს ვერ მოსწევს. ეს შემოგვასაღეს "ადამიანების ჯარმთელობაზე ზრუნვად" და არ მაახსენდება,დათო გორგილაძეს აზრი გამოეთქვას ამაზე,რადგან იცის კაცმა რო მოჭევა კლავს. სინამდვილეში კი,მოწევა არაფერ შუაშია,საკუთრების უფლების დარღვევა,რაც თავისუფლების ქვაკუთხედია. თავის საკუთრებაში არ არიან ადამიანები თავისუფლები და ეროვნულ მუზეუმში როგორ იქნებიან?
2023, 12 თებერვალი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2