x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რომანტიკული ფოტოები სანაპიროდან: შეყვარებული წყვილები ერიკ რიდის ობიექტივში

image


კლიმატი იცვლება და ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურაც სულ უფრო ექსტრემალურ ნიშნულს აღწევს, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა ცდილობს ზაფხულის პერიოდში სანაპიროზე სულ უფრო მეტი დრო გაატაროს.


image


ზაფხული - წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, სწორედ ამ დროს ხდება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკუთარ "მე"-სთან შეხვედრა. ზაფხულში, უბრალო გასეირნებიდანაც კი შესაძლებელია ყველაზე დაუვიწყარი ემოციების მიღება, რადგან ამაში ხელს არანაირი გარე ფაქტორი არ გვიშლის.


image


ფოტოგრაფი ერიკ რიდი სანაპიროზე დასვენების მოყვარულებს შვიდი წლის განმავლობაში სისტემატურად იღებდა და წყვილებს შორის სასიყვარულო ჟესტებს ფირზე მთელი სიზუსტით სახავდა. ხელოვანის თითქმის ყველა ფოტო მკვეთრ ემოციებს გადმოსცემს.


image


უმეტესს შემთხვევაში, წყვილები სანაპიროს თავს მოსაწყენი, რუტინული დღეებისგან აფარებენ, ვიღაც დამღლელი სამსახურისგან გარბის, ვიღაც კი - ბავშვებისგან, ზოგიც ორივესგან ერთად. ერიკ რიდის ამ ფოტოებზე ურთიერთობის რომანტიკა საკმაოდ მოწიფული ასაკის წყვილებს შორისაც იგრძნობა, რომლის ამ სახით გამოვლენაც ნაკლებ სავარაუდოა სადმე ქალაქში ან სახლში მოხდეს.


imageimage



0
536
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
536