x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 გამაოგნებელი ფაქტი ზღვის შროშანების შესახებ, რომელიც დაგატყვევებთ!
ზღვის შროშანები გასაოცარი არსებები არიან! ისინი გამოიყურებიან როგორც მცენარეები, თუმცა რეალურად ცხოველთა სამყაროს განეკუთვნებიან. მათი გამაოგნებელი შეხედულება მყვინთავების ყურადღებას იპყრობს, რაც საკვირველი სულაც არ არის - ეს არსებები ხომ უცხოპლანეტელებს ჰგვანან.


რეალურად კი ზღვის შროშანები ამ პლანეტის უძველესი ბინადრები არიან. ისინი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდნენ დედამიწაზე, როცა დინოზავრებიც კი არ არსებობდნენ. ისინი კაცობრიობაზე ბევრად, ძალიან ბევრად უფრო ხნიერები გახლავან.


შროშანა


საინტერესო ფაქტები ზღვის შროშანების შესახებ:



1. 300-500 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ზღვის შროშანების 5000-მდე სახეობა არსებობდა. დღემდე მათგან მხოლოდ 700-მა მოაღწია. თუმცა მთელი ამ მილიონობით წლის მანძილზე ისინი თითქმის ოდნავაც არ შეცვლილან.


2. ზღვის შროშანების უმეტესობას მოძრაობა და წყლის ზედაპირზე ასვლა შეუძლია, მაგრამ მათგან ზოგიერთი ამის მიუხედავად მაინც სრულიად უმოძრაო ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.


3. ზღვის შროშანების პოვნა თავთხელ წყალში საკმაოდ ძნელია. მათი უმეტესობა 12-მეტრიან სიღრმეზე სახლობს.


4. ზღვის ზოგიერთი შროშანა ზღვის ფსკერზე, 9, 7 კილომეტრის სიღრმეში შეამჩნიეს. მეცნიერებისთვის ამოუხსნელია, თუ როგორ უძლებენ ეს არსებები წყლის ამხელა წნევას, რომელიც ამხელა სიღრმეზე ყოველ კვადრატულ დეციმეტრზე იმაზე მეტია, ვიდრე თვითმფრინავ “ბოინგის” წონა.


5. წყნარი ოკეანის ტროპიკულ ზონაში მარჯნის ერთ რიფზე ხშირად ზღვის შროშანების 40-50 სახეობა ცხოვრობს.


შროშანა


6. არანაკლებ გასაოცარია ზღვის შროშანების კვების სტილიც: ისინი ფილტრავენ ზღვის წყალს და მასში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს ითვისებენ.


7. ზღვის შროშანას პირი მისი სხეულის ზედა ნაწილშია მოთავსებული. მისი გრძელი, წებოვანი ბრჭყალებით დაბოლოებული კიდურები წყალში არსებულ საკვებად ვარგის ნაწილაკებს მიმართულებას სწორედ პირისკენ აძლევენ.


8. ანტიკურ სამყაროში არსებობდნენ ზღვის შროშანები, რომელთა თითოეული კიდური 15-20 მეტრამდე აღწევდა.


9. ზღვის შროშანების გარსი მკვრივი გარე ჩონჩხით არის დაფარული. ზღვის ზოგიერთ მტაცებელ მოლუსკს შეუძლია ამ გარსის გარღვევა და მის ქვეშ მოთავსებული ზღვის შროშანების ნაზი ხორცის შეჭმა.


10. ზოგიერთ ზღვის შროშანას თავისი პატარა ფეხებით ზღვის ზედაპირზე სირბილიც კი შეუძლია.


ასეთები არიან ეს არსებები, რომლებიც მცენარეებს საოცრად ჰგვანან, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები არიან. მათი არსებობა იმის დასტურია, რომ როგორც მცენარეები, ასევე ცხოველები ერთი საერთო წინაპრიდან მომდინარეობენ, რაც დარვინის ევოლუციის თეორიის უტყუარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია.

1
215
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
215
  
2023, 12 თებერვალი, 23:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1